1. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა თანმხლების გარეშე მყოფმა არასრულწლოვანმა ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა დაუყოვნებლივ რეგისტრირდება რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ხდება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა იწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.

2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ოქმს ადგენს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, რომელსაც ხელს აწერენ რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმანი.

3. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, განთავსებისა და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე, სანამ აღნიშნული პირი საქართველოში რჩება.

4. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენაზე პასუხისმგებელია მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით.

5. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა ან თავშესაფრის მაძიებლის ცნობა გაიცემა მის მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე.

6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით ეცნობება ანკეტირების თარიღის, არასრულწლოვანის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის წარდგენის აუცილებლობის, არსებობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობის და ანკეტირებაზე არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, ორჯერ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერისთვის ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე შეტყობინების (დანართი №6) შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერენ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი და უფლებამოსილი თანამდებობის პირ