1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიეწოდება ინფორმაცია თავშესაფრის პროცედურასთან, მათ შორის, მის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს კონსულტაციას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების ეტაპზე, აწარმოებს კონსულტაციის ჩატარების ოქმს (დანართი №3). კონსულტაციის ჩატარების ოქმი ინახება პირად საქმეში. კონსულტაციის ოქმს ხელს აწერენ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი პირი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. კონსულტაციის ჩატარების ოქმის ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ხოლო დედანი რჩება დეპარტამენტშ