1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ამ მონაცემის/ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქისთვის) გამჟღავნება მისი გადაცემით (გარდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემისა), გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თარჯიმანი, ასევე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე მესამე პირები, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში ვალდებულნი არიან დაიცვან პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ხდება საქართველოს სახელმწიფო უწყებებისათვის ტერორიზმთან ან ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იმ პირობით, რომ დაცული იქნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია გაიცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს შესაბამისი უფლებამოსილების და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა ამ პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, რომელზე დაშვებაც ხდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა