1. მისაღებ სივრცეში დაცულია ამ სივრცეში მყოფ პირთა უსაფრთხოება.

2. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია შემდეგი ზომები:

ა) კონტროლდება მისაღებ სივრცეში პირთა შესვლა;

ბ) მისაღები სივრცის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის ან/და დაუყოვნებელი დახმარების მიღების მიზნით, კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახები უზრუნველყოფილია განგაშის ღილაკით.

3. მისაღებ სივრცეში უსაფრთხოების საკითხებზე კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

4. თავშესაფრის პროცედურაში ჩართულ რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილ მოსამსახურეს და სტატუსის დამდგენ სპეციალისტს გავლილი აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან აცილებისათვის აუცილებელი მომზადება, მათ შორის:

ა) ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიმართულებით (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან, ნარკოტიკული საშუალებების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან კომუნიკაციის უნარი);

ბ) კონფლიქტური სიტუაციის მართვის მიმართულებით.

5. მისაღებ სივრცეში დაცულია უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნები:

ა) მისაღები სივრცის მოსაცდელი არე პირდაპირაა დაკავშირებული კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებთან;

ბ) სტატუსის დამდგენ სპეციალისტს მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლია ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახების დატოვება;

გ) კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია ბასრი ან/და მჩხვლეტავი საგნების ან ისეთი სახის საგნების შეტანა/შენახვა/გამოყენება, რაც მათი იარაღად გამოყენების საშუალებას იძლევა.

6. მისაღებ სივრცეში დაშვებამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნებისმიერ პირს უტარდება ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, რომელსაც ატარებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაცვის თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი