1. მისაღებ სივრცეში უზრუნველყოფილია თავშესაფრის პროცედურის განხორციელება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.

2. თავშესაფრის პროცედურის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახები გამოყოფილია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების სივრცისა და მოსაცდელი არისგან.

3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების  წარდგენის მიზნით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დეპარტამენტში მიღება ხორციელდება შესაბამისი განრიგის შესაბამისად, რომელსაც აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება.

4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღების პროცესი რეგულირდება რიგითი ნომრის გამოყენებით.

5. მისაღებ სივრცეში მოწყობილია მოსაცდელი არე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მოსაცდელი ადგილები;

ბ) წვდომა საპირფარეშო ოთახთან;

გ) წვდომა სასმელ წყალთან;

დ) საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია გათბობა, ჰაერის კონდიცირება და განათება.

6. ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაცულია შემდეგი მოთხოვნები:

ა) საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია გათბობა, ჰაერის კონდიცირება და განათება;

ბ) ოთახში არსებული ავეჯისა და ტექნიკის განლაგება იძლევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოთახის მარტივად და უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობას;

გ) განგაშის ღილაკი დამონტაჟებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე;

დ) როგორც წესი, ოთახში არსებული მობილური ტელეფონ(ებ)ი არის გამორთულ მდგომარეობაში;

ე) გასაუბრების მიმდინარეობისას ოთახის კარზე გაკეთებულია მინიშნება გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ;

ვ) ოთახში უზრუნველყოფილია სასმელი წყალ