1. ამ პროცედურის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი;

ბ) სამმართველო – დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველო;

გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილება − სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვას უზრუნველყოფს;

დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილება − სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვას უზრუნველყოფს;

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს;

ვ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტი – სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც ადგენს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურის შესაბამისად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საჭიროებას;

ზ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო – დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ პროცედურის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს;

თ) მისაღები სივრცე – დეპარტამენტის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელიც განკუთვნილია თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისთვის და შედგება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისათვის გამოყოფილი სივრცისა და საკონსულტაციო, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახებისა და მოსაცდელი არისაგან;

ი) პირადი საქმე – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ თავშესაფრის პროცედურასთან ან ამ პირთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტის ან/და მასალის ერთობლიობა;

კ) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება − დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება/რეგისტრაციას და მასთან დაკავშირებულ პროცედურას;

ლ) პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

მ) წაშლა – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ მონაცემთა ელექტრონულ მატარებელზე არსებული პერსონალური მონაცემების ისეთი ფორმით გასუფთავება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია;

ნ) განადგურება – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ მონაცემთა მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტის ან მატერიალური მატარებლის და მასზე არსებული პერსონალური მონაცემის ისეთი ფორმით განადგურება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ტერმინთაგან განსხვავებით, ამ ბრძანებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობ