1. მისაღებ სივრცეში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მოწესრიგებულ მიღებას უზრუნველყოფს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე ვიზიტების განრიგის შესაბამისად.
2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების შემდეგ, უზრუნველყოფს შემდეგი პროცედურების განხორციელებას:
ა) იღებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფოტოსურათს, აგრეთვე მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს;
ბ) წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად ჩანიშნავს ანკეტირების თარიღს;
გ) გასცემს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობას, №2 დანართის შესაბამისად;
დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს გადასცემს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაზე თანდართულ კონსულტაციის ოქმებს მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, №3 დანართის შესაბამისად, აგრეთვე ანკეტირების ჩანიშვნის თარიღს №5 დანართის შესაბამისად;
ე) ასკანერებს და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან ურთავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო ან/და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლს;
ვ) მიღებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებებს სათარგმნად გადასცემს თარჯიმნებს;
ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გასცემს თავშესაფრის მაძიებლის ცნობას;
თ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) დაუყოვნებლივ არეგისტრირებს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას და ახორციელებს ამ პროცედურის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან თავშესაფრის მაძიებელი ანკეტირების ან გასაუბრების პროცედურაზე გამოცხადებისას წარადგენს შესაბამის შეტყობინება