ა) ანკეტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განმეორებითი ანკეტირების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება;

ბ) საერთაშორისო დაცვაზე/განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გასაუბრების დროის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინება;

გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინება;

დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

ე) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ან დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება;

ვ) პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) კანონით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული შეტყობინება და გადაწყვეტილება.

2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია დეპარტამენტმა შესაძლებელია დამატებით განახორციელოს ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალები