მუხლი 3🔗

ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის ამოქმედებამდე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების ან სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი პირი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, ასევე შესაგებელს, სასამართლო საქმისწარმოების მასალებს ან სასამართლო უწყებას ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს მათ განთავსებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე