მუხლი 2🔗

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველომ, შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემის, ასევე შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უზრუნველყოს იმ პირთა ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაბარება, რომელთა მიმართაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობები 2023 წლის პირველ იანვრამდე წარმოიშვა