1. დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე – migration.police.ge.

2. შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გაძევების პროცედურა, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენები