1. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ უცხოელს გადაეცემა/მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება შექმნილი/გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
2. მომხმარებლის სახელისა და პაროლის შექმნის/გენერირების მიზნით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უცხოელი ვალდებულია დეპარტამენტში წარადგინოს მობილურის ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ წესის 42-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად. კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, უცხოელმა უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში