მუხლი 246. პაროლის გამოყენების მაგალითები: დათქმული სიტყვა (სიტყვები) არის „ცისარტყელა –მშვილდოსანი,“ პაროლი კი – „მზის შუქი“. დღის საათებში მორიგე ოფიცერი (ან ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უფლება შეამოწმოს გუშაგი) უახლოვდება გუშაგს. გუშაგი სამხედრო წესით ესალმება ოფიცერს. როდესაც მორიგე ოფიცერი საკმაოდ ახლოს არის გუშაგთან, იგი დაბალი ხმით ამბობს პაროლს: „მზის შუქი“, რათა სხვამ არ გაიგონოს. გუშაგი პასუხობს: „ცისარტყელა – მშვილდოსანი“. ყოველივე ეს ხდება იმის დასადასტურებლად, რომ გუშაგმა იცის დათქმული სიტყვის ორივე ნაწილი🔗