მუხლი 2. სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ განლაგებული ობიექტების ირგვლივ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს უცხო პირთათვის აკრძალული ზონა. აკრძალული ზონის ფარგლები უნდა აღინიშნოს კარგად დასანახი მაჩვენებლებით, წარწერით: „აკრძალული ზონა, გასვლა აკრძალულია, (დაკეტილია)“, აკრძალული ზონის დადგენისთანავე სამხედრო ნაწილის მეთაური (დასაცავი ობიექტის უფროსი) ვალდებულია ადგილობრივი ხელისუფლების საშუალებით ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლები გააფრთხილოს. აკრძალული ზონის ფარგლებში არ შეაქვთ მოქმედი და საერთო სარგებლობის გზები, საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები, და სხვა🔗