ა) ტერიტორიას, რომელზედაც განლაგებულია ცენტრალური დაქვემდებარებისა და აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები (ფეთქებადი ნივთიერებების, საბრძოლო მასალებისა და სხვა საწყობები), უნდა ჰქონდეს შიდა და გარეთა შემოღობვა. გარეთა და შიდა შემოღობვას შორის მანძილი ადგილობრივი პირობებითაა განსაზღვრული და შეიძლება 10 მ და მეტი იყოს, შემოღობვის სიმაღლე 2 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მავთულებს შორის მანძილი არანაკლებ 15 სმ-ისა;
ბ) დასაცავი ობიექტების მისასვლელების მოხერხებულად მეთვალყურეობისათვის შემოღობვის შუალედებში შეიძლება მოეწყოს სიგნალიზაციითა და პროჟექტორებით აღჭურვილი სამეთვალყურეო კოშკები;
გ) დასაცავი ობიექტების ტერიტორიის მისასვლელებთან, სადაც არ არის შემოღობვა, დღისითა და ღამით თვალსაჩინო ადგილზე უნდა იდგეს მაჩვენებლები წარწერით, მაგ.: „გასვლა (მგზავრობა) აკრძალულია (დაკეტილია)“. შემოსასვლელი ისრით აღინიშნება