1. საყარაულო შენობაში უნდა იყოს:
ა) საერთო ოთახი ყარაულის შემადგენლობისათვის;
ბ) ოთახი ყარაულის უფროსისა და მისი თანაშემწისათვის, შეერთებული შემინული კარით ყარაულის შემადგენლობის საერთო ოთახთან;
გ) ოთახი ყარაულის დამსვენებელი ცვლისათვის, კარით შეერთებული ყარაულის შემადგენლობის საერთო ოთახთან.
2. გარდა ამისა, საყარაულო შენობასთან უნდა იყოს:
ა) სასადილო საჭმლის გასაცხელებელი მოწყობილობით;
ბ) პირსაბანი, მოსაწევები, იარაღისა და ფეხსაცმლის გასაწმენდები;
გ) გასაშრობი;
დ) საპირფარეშო;
ე) სათავსი საწვავისათვის;
ვ) საყარაულო შენობას, სადაც არიან მცირერიცხოვანი ყარაულები, შეიძლება სასადილო არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მოაწყობენ ადგილს ჭურჭლისა და პროდუქტების შესანახად და საჭმლის გასაცხელებლად.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 1
თავი XVI — საკონტროლო/საგუშაგო პუნქტის მოწყობა და პირადი შემადგენლობის მოქმედების თავისებურებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 1, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-1-3/