ყარაულის პირადი შემადგენლობის საერთო ოთახში უნდა იყოს:
ა) სამხედრო ფიცის პლაკატი ტექსტით;
ბ) საგუშაგოთა ტაბელი;
გ) წესდებები;
დ) ჟურნალ-გაზეთები;
ე) პლაკატები და სურათები, საყარაულო სამსახურის ჩატარების თვალსაჩინო გამოსახულებებით, აგრეთვე გუშაგების, ცვლის უფროსებისა და ყარაულის უფროსის მიერ საყარაულო სამსახურის ჩატარებისას ჩადენილი საგმირო საქმეების აღწერით და გამოხატულებით;
ვ) საყურისი რადიოგადაცემების მოსასმენად (საყურისების რაოდენობას განსაზღვრავს ნაწილის მეთაური);
ზ) ჭადრაკი და შაში;
თ) საათი;
ი) ფარნები, ცვლის უფროსთა რაოდენობის მიხედვით;
კ) შიდა და გარე თერმომეტრები;
ლ) ინდივიდუალური პაკეტები და აფთიაქი;
მ) მაგიდა და სკამები მღვიძარი ყარაულის შემადგენლობისათვის;
ნ) პირამიდა იარაღისათვის;
ო) ტანსაცმლის საკიდი, გაანგარიშებული ყარაულის მთელი პირადი შემადგენლობისათვის;
პ) ურნები.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 2
თავი XVI — საკონტროლო/საგუშაგო პუნქტის მოწყობა და პირადი შემადგენლობის მოქმედების თავისებურებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 2, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-2-3/