მუხლი 3. საგუშაგოს ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გუშაგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხედვისა და სროლის ფართო თვალსაწიერით (არანაკლებ 50 მ), ამიტომ საგუშაგოს ირგვლივ ტერიტორია უნდა გასუფთავდეს ბუჩქნარისაგან, ხეები გამეჩხერდეს, ქვედა ტოტები ჩამოიჭრას 2,5 მ სიმაღლეზე, ბალახი მოითიბოს, ზედმეტი საგნები აღებულ უნდა იქნეს იმ მანძილამდე, სადამდეც საგუშაგოსთან უცხო პირთა მიახლოება აკრძალულია, ეს მანძილი გუშაგებისათვის დღისით, ღამითა და ცუდი ხილვადობის პირობებში მაჩვენებლებითაა აღნიშნული🔗