ა) სტაციონარული – გამოიყენება (ფუნქციონირებს) ქალაქების გარეუბნებში და კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვრებზე. არსებობს ორი სახის სტაციონარული საგუშაგო (იხ. ნახ. №7, 8):
ა.ბ) მუდმივი, რომელშიც პირადი შემადგენლობა მუდმივადაა განთავსებული;
ა.გ) დროებითი, რომელშიც პირადი შემადგენლობა დროებითაა განთავსებული.
ბ) მობილური – გამოიყენება (ფუნქციონირებს) კონკრეტული ადგილების შესამოწმებლად, წინასწარი დაზვერვის ან დაზვერვის გარეშე. მობილური ბლოკ-საგუშაგოების ეფექტიანობას განსაზღვრავს მისი მოულოდნელობა. მობილური ბლოკ-საგუშაგოები ადვილად მოსაწყობი და ადვილად დასაშლელია. ბრძანების მიღების დროს სარეზერვო ჯგუფს უნდა შეეძლოს დანიშნულების ადგილზე სწრაფად გადაადგილება და საკონტროლო/საგუშაგო პუნქტების მოწყობა (დამონტაჟება). ასეთი ბლოკ-საგუშაგოების ეფექტიანობა მიიღწევა მათი განთავსებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში (იხ. ნახ. №10).

ნახ. 7. სტაციონარული საკონტროლო პუნქტის მოწყობის სქემა.

ნახ. №8. სტაციონარული საკონტროლო/საგუშაგო პუნქტის განლაგება გზაზე.

ნახ. № 9. მობილური საკონტროლო/საგუშაგო პუნქტის განლაგება გზაზე.

ნახ. №10. სტაციონარულ საკონტროლო/საგუშაგოზე გუშაგის მიერ პროჟექტორის გამოყენება.

ნახ. №11. სტაციონარული საკონტროლო/საგუშაგოს წინ მოწყობილი დამაბრკოლებელი ზღუდე (სიჩქარის შემზღუდავი).

დანართი №1

№ ––––  ყარაულის საბრძოლო ვაზნების აღრიცხვის წიგნი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ნაწილი, დაწესებულება)

ვაზნების
შეტანისა და ხარჯვის
თარიღი
საბრძოლო ვაზნების რაოდენობა
ვაზნების მდგომარეობის შემოწმება
ავტომატებისა
და კარაბინები
სათვის
პისტო-ლეტებისათვის
ვაზნების ამოღებისა და შევსების
დოკუმენტის სახელწოდება
შემოწმების თარიღი
და ვაზნების
რაოდენო-ბისა და მდგომარე-
ობის შემმოწმებ-ლის
აღნიშვნა
აღმოჩენილი
ნაკლოვანე-
ბების
აღმოფხვრის აღნიშვნა
აღრიცხვა .....
ამოღებულია..

ნაწილის შტაბის უფროსი-------------------------
(წოდება, ხელმოწერა)

დარჩა........
შევსებულია

ნაწილის შტაბის უფროსი-------------------------
(წოდება, ხელმოწერა)

აღრიცხვაზეა.....

ნაწილის შტაბის უფროსი-------------------------
(წოდება, ხელმოწერა)

შენიშვნები: 1. საბრძოლო ვაზნების მარაგის აღრიცხვის წიგნს აწარმოებს ნაწილის შტაბის უფროსი.
2. ვაზნების ამოღების შესახებ დგება აქტი ნაწილის შტაბის უფროსის, ნაწილის მორიგის, შეიარაღების ოფიცრისა და ყარაულის უფროსის ხელმოწერით. საბრძოლო ვაზნების რაოდენობა ნორმამდე შეივსება, ყუთი ხელახლა ილუქება და ყარაულის უფროსს ბარდება.
3. წიგნი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, დალუქული და სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსის მიერ ხელმოწერილი.
4. დაახლოებით ამ ფორმით აწარმოებენ ყუმბარებისა და ფალიების აღრიცხვის წიგნს. სათანადო გრაფებში აღინიშნება აუცილებელი დასახელება.

დანართი №2
ობიექტების შემოღობვა და საგუშაგოების მოწყობ