მუხლი 245. შეძახილის მოქმედების პერიოდში შემმოწმებელი არ ამბობს პაროლს, სანამ იგი არ მიუახლოვდება იმ საგუშაგოს, სადაც დგას გუშაგი. მას შემდეგ, რაც იგი დაწინაურდება, რათა მოხდეს მისი იდენტიფიკაციის დადგენა, შემმოწმებელი ამბობს პაროლს და გუშაგიც პასუხობს მას დათქმული სიტყვის ორივე ნაწილით. თუ გუშაგი შემმოწმებელს შესძახებს დათქმული სიტყვის პირველ ნაწილს, შემმოწმებელი მას უპასუხებს პაროლით და არა დათქმული სიტყვის მეორე ნაწილით. შემდეგ გუშაგი ეუბნება მას ამ დათქმული სიტყვის მეორე ნაწილს. როცა გუშაგი აჩერებს შემმოწმებელს და შემმოწმებელს არ სურს გამოამჟღავნოს თავისი მოსვლის მთავარი მიზეზი (გუშაგის შესამოწმებლად არის მოსული), იგი უბრალოდ პასუხობს, მაგ.: „მეგობარი“. შემდეგ გუშაგი ეუბნება: „დაწინაურდი, მეგობარო, ამოსაცნობად!“🔗