მუხლი 244. პაროლს გამოიყენებს გუშაგის შესამოწმებლად უფლებამოსილი პირი. როდესაც შემმოწმებელი გუშაგს ეუბნება პაროლს, გუშაგი ამბობს დათქმული სიტყვის ორივე ნაწილს (შეძახილს და პასუხს). სხვა დროს გუშაგი პასუხს არ იყენებს. პაროლის გამოყენება შეიძლება შეძახილის მოქმედების პერიოდში. შემმოწმებელი პაროლს ეუბნება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საკმაოდ ახლოსაა, რათა უცხო პირებმა არ გაიგონ. მას შემდეგ, რაც გუშაგი გაიგონებს პაროლს, ის იმეორებს დათქმული სიტყვის ორივე ნაწილს (შეძახილს და პასუხს)🔗