როდესაც შეძახილი და პასუხი დადგენილია, გუშაგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამბობს შეძახილს, როცა პირი დაწინაურდება ამოსაცნობად. პასუხს იძლევა პირი, რომელიც შეძახილს მოითხოვს. შეძახილიც და პასუხიც ძალიან დაბალი ხმით წარმოითქმება, რათა სხვამ არ გაიგოს. მაგალითად, თუ საბრძოლო მასალის საცავთან მდგომი გუშაგი შენიშნავს ჯგუფს, რომელიც მის საგუშაგოს უახლოვდება, იგი შესძახებს: „სდექ! ვინ არის მანდ?“. პასუხის მიღების შემდეგ (მაგ.: „სერჟანტი აბულაძე, ალფა ასეული“) დაადგენს, რომ თავისი ჯგუფია და მას შეიძლება ჰქონდეს გავლის ნებართვა, გუშაგი ამბობს: „სერჟანტო აბულაძე, დაწინაურდით!“, რათა მოახდინოს იდენტიფიკაცია. როდესაც სერჟანტი აბულაძე მივა ადგილამდე, სადაც დაბალ ხმაზე ნათქვამ შეძახილს მხოლოდ სერჟანტი აბულაძე გაიგებს, გუშაგი კვლავ ამბობს: „სდექ!“. შემდეგ იგი ეუბნება შეძახილს დაბალ ხმაზე (მაგ.: „ცისარტყელა“). როდესაც მიიღებს სწორ პასუხს (მაგ.: „მშვილდოსანი“) და დარწმუნდება, რომ სერჟანტ აბულაძეს აქვს გავლის ნებართვა, გუშაგი ამბობს: „სერჟანტო აბულაძე, განაგრძეთ სვლა!“. შემდგომ გუშაგი ავალებს სერჟანტ აბულაძეს შეკრიბოს თავისი ხალხი და გავლის პროცესში მოახდინოს მათი იდენტიფიკაცია.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 242
თავი XV — დათქმული სიტყვები და პაროლები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 242, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-242/