1. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი სამუშაო ზონა უნდა შემოიღობოს მთლიანად, რაც გამორიცხავს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის შემთხვევით შესვლას ელექტროდანადგარების მოქმედ ნაწილებში.

2. გზა, რომლითაც სამუშაოდ გამოყოფილ შემოღობილ ზონაში უნდა მივიდეს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალი, მანქანები და მექანიზმები, როგორც წესი, არ უნდა კვეთდეს ტერიტორიებს, რომლებზეც განლაგებულია ელექტროდანადგარების მოქმედი ნაწილები.

3. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის მომუშავეებმა შემოღობილ ზონაში სამუშაო უნდა ჩაატარონ ელექტროდანადგარების ენერგოობიექტის პერსონალის მიერ გაცემული განწესი