ი მოწყობილობის შემოუღობავ ან ნაწილობრივ შემოღობილ სამუშაო ზონაში

1. იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო ზონა შემოუღობავია ან სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის სავალი გზა გადის მოქმედი გმ-ის ტერიტორიაზე, სამუშაო ზონაში დაშვება (მათ შორის, ყოველდღიური) უნდა განახორციელოს ენერგოობიექტის წარმომადგენელმა.

2. თუ სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ზონა შემოუღობავია, მაშინ სამუშაოები უნდა წარმოებდეს ენერგოობიექტის წარმომადგენლის (მეთვალყურის) მუდმივი მეთვალყურეობით. მეთვალყურე თავის მოვალეობას ასრულებს თავისი ორგანიზაციის მიერ გაცემული განწესით.

3. მეთვალყურე პასუხისმგებელია სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის სამუშაოს პასუხისმგებელი შემსრულებლის თანაბრად, დაშვების დროს დაყენებული დროებითი შემოღობვების, გამაფრთხილებელი პლაკატების დაცულობაზე და ბრიგადის წევრების მიერ ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებამდე უსაფრთხო მანძილის დაცვაზე.

4. ენერგოობიექტის პერსონალი პასუხს აგებს იმ უბნის გამორთულობაზე, რომელზედაც სამუშაოდ დაშვებულია სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალ