1. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციამ სამუშაოს დაწყებამდე ორგანიზაციას, რომლის ელექტროდანადგარებშიც უნდა ჩატარდეს სამუშაოები, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაოს შინაარსის, მოცულობის და შესრულების ვადების შესახებ, სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა სია გვარების, ინიციალების, თანამდებობების და ელექტროუსაფრთხოების ჯგუფების მითითებით.
2. სამუშაოს ჩატარებაზე ნებართვის გაცემისას ორგანიზაციამ, რომლის ელექტროდანადგარებშიც ტარდება სამუშაოები, სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთობლივად უნდა გააფორმოს მის ტერიტორიაზე სამუშაოს საწარმოებლად სამუშაოზე დაშვების აქტით, რომლითაც უნდა განისაზღვროს:
ა) ადგილები ელექტრულ სქემაში, სადაც უნდა განხორციელდეს ხილული გათიშვები, რომლებიც გამოაცალკევებენ სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის სამუშაო ზონას;
ბ) დამცავი დამიწებების დაყენების ადგილები;
გ) სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის სამუშაო ადგილების საზღვრები და შემოღობვების ტიპები; შემოღობვებმა უნდა გამორიცხოს შემოფარგლული ზონის გარეთ სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის მომუშავის შეცდომით გასვლის შესაძლებლობა;
დ) სამუშაო ზონაში შესასვლელი (გამოსასვლელი) და ტრანსპორტის შეყვანის (გამოყვანის) ადგილები;
ე) სამუშაო ზონაში საშიში და მავნე ფაქტორების არსებობა-არარსებობა.
3. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის დაშვების და განწესზე ხელის მოწერის უფლების მქონე მომუშავეები მითითებულნი უნდა იყვნენ სამუშაოზე დაშვების აქტში ან იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულებაში, რომლის ელექტროდანადგარებშიც ტარდება სამუშაოები. აღნიშნული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი უნდა გადაეცეს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის წარმომადგენელს.
4. ენერგოობიექტზე გამოცხადებისას სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი შრომის დაცვაში ადგილობრივ თავისებურებათა და გამოყოფილ უბანზე საშიში ფაქტორების გათვალისწინებით, ხოლო სამუშაოს ხელმძღვანელმა და სამუშაოს პასუხისმგებელმა შემსრულებელმა დამატებით უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი ელექტროდანადგარების სქემებთან დაკავშირებულ საკითხებში. ინსტრუქტაჟი უნდა ჩაატაროს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა (მოადგილემ), რომლის ელექტროდანადგარებშიც ტარდება სამუშაო. ინსტრუქტაჟის ჩატარება უნდა დაფიქსირდეს იმ ქვედანაყოფის ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალში, რომლის ელექტროდანადგარებზეც ტარდება სამუშაოები.
5. სამუშაოებზე პირველად დაშვებას დამკვეთი ორგანიზაციის ტერიტორიაზე, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში, ასრულებს ენერგოობიექტის პერსონალის წარმომადგენელი (დამშვები). დამშვები სამუშაოს ხელმძღვანელის ან პასუხისმგებელი შემსრულებლის დაშვებას ახორციელებს წინამდებარე წესების შესაბამისად.
6. სამუშაოზე დაშვების აქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელებ