1. მუშაობისას
, თუ შეუძლებელია დამცავი ქამრის ჯამბარის დამაგრება კონსტრუქციაზე, საყრდენზე და მისთანებზე, გამოყენებული უნდა იქნეს მათზე (კოსტრუქციაზე, საყრდენზე და ა.შ.) წინასწარ შემოვლებული დამზღვევი ბაგირი. ასეთ სამუშაოებს ასრულებს ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი მართავს დამზღვევ ბაგირს და საჭიროების მიხედვით მდორედ უშვებს ან ჭიმავს მას.

2. ხარაჩოები უნდა მოეწყოს 1985 წლის 30 აპრილს სსრკ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „უსაფრთხოების წესები ინსტრუმენტითა და სამარჯვებით მუშაობისას“ შესაბამისად.

3. თუ ხარაჩოების, ფიცარნაგების, საკიდლების სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან ან გადახურვიდან აღემატება 1.3 მ-ს, მათი ნაფენები უნდა შემოიღობოს. თუ ნაფენებისა და შემოღობვების მოწყობა შეუძლებელია ან მიზანშეწონილი არ არის, აგრეთვე მოწყობილობებზე მუშაობისას ყველა ცალკეულ შემთხვევაში უსაფრთხოების ღონისძიებები განისაზღვრება ტექნოლოგიური რუკით, სწპ-ით ან სხვა დოკუმენტით.

4. კონსტრუქციებზე მუშაობისას, რომელთა ქვეშ განლაგებულია ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარი ნაწილები, სამარჯვები და ინსტრუმენტები, მათი ვარდნის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად უნდა იყოს მიბმული.

5. ელექტრო და გაზშემდუღებლებმა უნდა გამოიყენონ მეტალისჯაჭვიანი ჯამბარის მქონე დამცავი ქამარი. თუ სამუშაო ადგილი და მასთან მისასვლელი განლაგებულია ძაბვის ქვეშ მყოფი შემოუღობავი დენგამტარი ნაწილების თავზე და მანძილი ლითონის ჯაჭვის დაშვებული მდგომარეობიდან ნაკლებია 1-ლ ცხრილში მითითებულზე, სამუშაოები უნდა შესრულდეს დენგამტარი ნაწილების გამორთვით.

6. კონსტრუქციებზე ან მოწყობილობებზე დეტალების მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს უსასრულო ბაგირით, თოკით ან ზონარით. დაბლა მდგომმ მომუშავეს ბაგირი, თოკი ან ზონარი უნდა ეჭიროს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც გაქანების დროს გამორიცხავს დეტალის მიახლოებას დენგამტარ ნაწილებთან.

7. პორტალებზე, კონსტრუქციებზე, საყრდენებზე მომუშავე პერსონალს სამუშაო ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს ჩანთაში და ეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ შეზღუდავს მის მოძრაობას