1. მივლინებულ პერსონალს განეკუთვნებიან ორგანიზაციების მომუშავენი, რომლებიც იგზავნებიან სამუშაობის შესასრულებლად მოქმედ, ტექნიკურ გადაიარაღებაში, რეკონსტრუქციაში მყოფ და მშენებარე ენერგოობიექტებზე (ელექტროდანადგარებზე) და არ ირიცხებიან ენერგოობიექტის ორგანიზაციის შტატში.
2. მივლინებულ პერსონალს ელექტროდანადგარებში მუშაობის ნებართვა ეძლევა წინამდებარე წესების შესაბამისად. მივლინებულ პირებს თან უნდა ჰქონდეთ მიმავლინებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადგენილი ფორმის საკვალიფიკაციო მოწმობა, რომელშიც იქნება ჩანაწერი ელექტროდანადგარებში მუშაობის წესების და ნორმების ცოდნის შემოწმების გავლისა და მინიჭებული ელექტროუსაფრთხოების ჯგუფის შესახებ.
3. მიმავლინებელმა ორგანიზაციამ წერილობით უნდა მიმართოს საექსპლუატაციო საწარმოს შესასრულებელი სამუშაოების შესახებ და დაადასტუროს მივლინებული პირებისთვის მინიჭებული უფლებები (სამუშაოთა ხელმძღვანელის, სამუშაოს მწარმოებლის, მეთვალყურის და ბრიგადის წევრების) და მათი ელექტროუსაფრთხოების ჯგუფები.
4. მივლინებული მომუშავეებისათვის მოქმედ ელექტროდანადგარებში სამუშაოს ხელმძღვანელის, სამუშაოს მწარმოებლის, მეთვალყურისა და ბრიგადის წევრებად მუშაობის უფლების მინიჭება შეიძლება გაფორმდეს მიმავლინებელი ორგანიზაციის წერილზე ენერგოობიექტის ხელმძღვანელობის რეზოლუციით ან წერილობითი მითითებით.
5. მივლინებულმა პერსონალმა მივლინების ადგილზე უნდა გაიაროს ელექტროუსაფრთხოების შესავალი და პირველადი ინსტრუქტაჟი, გაეცნოს იმ ელექტროდანადგარების ელექტრულ სქემებს და თავისებურებებს, რომლებშიც მოუწევს მუშაობა, ხოლო მომუშავეებს, რომელთაც ეკისრებათ სამუშაოს ხელმძღვანელის, სამუშაოს მწარმოებლის, მეთვალყურის მოვალეობები, ინსტრუქტაჟი უნდა გაიარონ ელექტროდანადგარების ელექტრომომარაგების სქემებშიც. ინსტრუქტაჟი ფორმდება ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალში გატარებით, მივლინებული მომუშავეების და ინსტრუქტაჟის ჩამტარებლის ხელის მოწერით.
6. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში მივლინებულ პერსონალს ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ენერგოობიექტის უსაფრთხოების V ჯგუფის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა ან IV ჯგუფის მქონე მორიგე ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალმა, ხოლო 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში _ IV ჯგუფის მქონე მომუშავემ. ინსტრუქტაჟის შინაარსს განსაზღვრავს ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი პირი სამუშაოს ხასიათისა და სირთულის მიხედვით, სქემისა და ელექტროდანადგარების თავისებურებათა გათვალისწინებით და აფიქსირებს ინსტრუქტაჟის ჟურნალში.
7. მიმავლინებელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია წინამდებარე წესების ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნით მის მიერ მივლინებული პერსონალისათვის მინიჭებული ელექტროუსაფრთხოების ჯგუფების და უფლებების შესაბამისობაზე კვალიფიკაციასთან, აგრეთვე მათ მიერ მოქმედი წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე.
8. ორგანიზაცია, რომლის ელექტროდანადგარებშიც მუშაობს მივლინებული პერსონალი, პასუხს აგებს სამუშაოზე დაშვებაზე და უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების შესრულებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მომუშავეთა დაცვას ელექტროდანადგარების მუშა და ინდუცირებული ძაბვის ზემოქმედებისაგან.
9. ელექტროდანადგარებში სამუშაო ადგილის მომზადება და მივლინებული პერსონალის დაშვება სამუშაო ადგილზე წარმოებს წინამდებარე წესების შესაბამისად და ხორციელდება იმ ორგანიზაციის მომუშავეების მიერ, რომლის ელექტროდანადგარებშიც მიმდინარეობს მუშაობა.
10. ორგანიზაციებს, რომელთა ელექტროდანადგარებს მომსახურებას უწევენ სპეციალიზებული ორგანიზაციები, შეუძლიათ შესაბამისი მომზადებისა და საკვალიფიკაციო კომისიაში ცოდნის შემოწმების შემდეგ მათ მომუშავეებს მიანიჭონ ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის უფლებები.
11. მოქმედ ელექტროდანადგარებზე სამუშაოთა შესასრულებლად მივლინებული პერსონალი სამუშაოებს ასრულებს განწესით და/ან განკარგულები