1. გამანაწილებელი ელექტრული ქსელების მშენებლობის სამუშაოები ექსპლუატაციისათვის უვარგისი ელექტრული ქსელების ნაცვლად, უნდა წარმოებდეს ხელშეკრულებების საფუძველზე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებული მშენებლობის პროექტების მიხედვით.
2. დამკვეთი ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს ხაზის ტრასა აქტით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების მიზნით. აქტს თან უნდა ერთვოდეს დაინტერესებული ორგანიზაციების ნებართვები სამუშაოების წარმოების შესახებ.
მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზების ზონაში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების უბნებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების (კაბელის, წყლის, კანალიზაციის, გაზის და სხვა) გასვლის ადგილებში.
3. მიმწოდებელი, მიღებული ნებართვის საფუძველზე მოქმედი საჰაერო ხაზის დაცვის ზონაში სამუშაოების წარმოებისათვის, საექსპლუატაციო საწარმოს წარუდგენს განახცადს პერსონალის სამუშაოებზე დასაშვებად.
4. მოქმედი საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში სამუშაოები უნდა შესრულდეს განწესი-დაშვებით, მოქმედი სამშენებლო ნორმების და წინამდებარე წესების შესაბამისად.
5. განწესი-დაშვება გაიცემა სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციაზე.
6. დემონტაჟისათვის განკუთვნილ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე დამცავი დამიწებების და გამაფრთხილებელი პლაკატების დაყენება და მოხსნა ხორციელდება საექსპლუატაციო საწარმოს პერსონალის მიერ