1. ყველა სამუშაო მთიან, ძნელად მისადგომ უბნებზე უნდა წარმოებდეს მხოლოდ სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით. თანხმობა გაიცემა ყოველდღიურად სამუშაოების დაწყების წინ. ზვავსაშიშ, მეწყერსაშიშ, ქვის ცვენის ადგილებში, სამუშაოები უნდა განხორციელდეს განწესი-დაშვების მიხედვით სპეციალური სამთო სამსახურებთან შეთანხმების შემდეგ.
2. ზვავსაშიშ რაიონებში სამონტაჟო უბნის შემადგენლობაში უნდა იქნეს ორგანიზებული ავარიული-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება აუცილებელი სამაშველო საშუალებებლით. ავარიული ჯგუფის მუშაობა უნდა იქნეს რელამენტირებული ადგილობრივი ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც დამტკიცებული იქნება დადგენილი წესით.
3. ხალხის მთიან ადგილებში გადაადგილება უნდა ხდებოდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მუდმივი ხილვადობა დასაქმებულთა შორის ან ხმოვანი კავშირი და ურთიერთ- დახმარების შესაძლებლობა. ხალხის ცალკეული გადადგილება უნდა აიკრძალოს.
4. 450-ზე მაღალი დახრილობის ფერდობებზე სამუშაოები უნდა წარმოებდეს მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნისთვის მომზადებული პერსონალის მიერ, რომელსაც გააჩნია მემაღლივე-კლდეზე მცოცავის მოწმობა. ამასთან, აუცილებელია მთის ფერდობებსა და კალთებზე ანძების აწყობისას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები.
5. აკრძალულია წვიმის დროს ან თოვლის დნობის პერიოდში ღრმა ღარტაფებზე გადაადგილება, ასევე ღვარცოფის ნაკადის ფონზე გადასვლა.
6. მთის მდინარეებზე გადასვლის წინ უნდა მოხდეს ნაპირების დაზვერვა და ორივე ნაპირზე დამაგრდეს დამზღვევი ბაგირები. აკრძალულია მდინარის დინების 1მ/წმ-ზე მეტი სიჩქარის დროს ფონზე გადასვლა დამზღვევი ბაგირის გარეშე.
7. ბაგირის და ბლოკის მეშვეობით წყლის დაბრკოლებებზე გადასვლის დროს უნდა მოხდეს გაცურება ბლოკზე ან კარაბინზე ფეხებით წინ და დაბლა მდინარის დინების მიმართულებით.
8. მთის პირობებში საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე დასაქმებული ყველა პირი უნდა გაეცნოს ზვავსაშიშ, ქვის ცვენის და მაჩვენებლებით აღნიშნულ თავშესაფარ ადგილებს.
9. ხაზის ტრასის ზვავსაშიშ უბნებზე სამუშაოების წარმოებას აუცილებლად უნდა დაესწროს მეთვალყურე. საშიშროების გაჩენის შემთხვევაში მან უნდა მისცეს სიგნალი მომუშავეებს სახიფათო უბნიდან გასვლის შესახებ.
10. წვიმის, თოვლის და მიწისძვრის შემდეგ მთის პირობებში სამუშაოების წარმოება ნებადართულია მხოლოდ სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ მთის კალთების, ფერდობების, კონსტრუქციების მდგრადობის გულდასმითი შემოწმების და სამუშაოთა წარმოების ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების გაკეთების შემდეგ.
11. ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მეტ სიმაღლეზე სამუშაოების წარმოების დროს მომუშავემ სახეზე უნდა წაისვას გლეტჩერის მალამო მზის სხივებისგან დაცვის მიზნით, ხოლო თვალები – დაცულ იქნეს სინათლისგან დამცავი სათვალეებით. ზაფხულში ტრასაზე ყოფნის პერიოდში გასათვალისწინებელია ტემპერატურის ვარდნა სიმაღლესთან დამოკიდებულებაში.
12. სამუშაოების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს დაჭაობებული ტრასის მდგომარეობის გამოკვლევა და მიღებულ იქნეს ზომები სამუშაოების წარმოების უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის მიზნით.
13. დაჭაობებულ ადგილებში გამოსაყენებელ ტრაქტორებს და ავტომანქანებს უნდა ქონდეთ გაზრდილი გამავლობა. აუცილებლობის შემთხვევაში მექანიზმების გადაადგილებისთვის უნდა იქნეს მოწყობილი დროებითი გზები.
14. დაჭაობებულ ადგილებში ხალხის გადაყვანა უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ ციგის ტიპის მისაბმელებით. მოძრაობის დროს ტრაქტორის კაბინის კარი უნდა იყოს ღია.
15. მძღოლს ეკრძალება მოძრაობის დროს კაბინიდან თავის გამოყოფა.
16. ჭაობებში გათელილი გზის არარსებობის შემთხვევაში ხალხის გადაადგილება უნდა ხდებოდეს კვალდაკვალ, ინტერვალი ადამიანებს შორის უნდა იყოს არანაკლები 2-3 მ, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ლატანები და დამზღვევი თოკები. აკრძალულია ჭაობიან ადგილებში ხალხის ცალ-ცალკე გადაადგილება.
17. ჩასაფლობ ადგილებში გადასვლის დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ფენილები (ფიჩხფენილები) ლატანისა და ტოტებისაგან. კაშკაშა და ქორფა ბალახით დაფარული “ფანჯრები” ჭაობებში, ასევე სხვა სახიფათო ადგილები გავლილი უნდა იქნეს შემოვლითი გზით. ჭაობებში გადაადგილების დროს პერსონალი უნდა ერიდოს წყალში ან საფლობში ჩამალულ წვეტიან ძირკვებს, ტოტებიან კუნძებს და ქვებს.
18. ჭაობის “ფანჯარაში” ჩავარდნის შემთხვევაში ადამიანი უნდა მოეჭიდოს “ფანჯარაზე” გარდიგარდმო გადებულ ჯოხს, ამასთან, არ უნდა გაკეთდეს მკვეთრი მოძრაობები. ჭაობში ჩავარდნილის დახმარება უნდა განხორციელდეს მდგრადი ადგილიდან ლატანის ან თოკის მეშვეობით. ჭაობიდან ამოყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გაშრეს ან გამოიცვალოს დაზარალებულის ტანსაცმელი.
19. უბნებზე ჭაობის გაზის (მეთანის) მომეტებული გამოყოფით, სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ სანეპიდსადგურის ნებართვის არსებობის შემთხვევაში.
20. დაზარალებულის მოწამვლის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში (თავბრუსხვევა, გულისრევა, გონების დაკარგვა) აუცილებელია მისი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა (სუფთა ჰაერზე), ექიმის მოსვლამდე მას უნდა გაეწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ან მიღებული იქნეს ზომები დაზარალებულის მედპუნქტში გადაყვანისათვის.
21. სამუშაოების წარმოების უბანზე, უნდა მოეწყოს სპეცტანსაცმლის და ფეხსაცმლის საშრობი სათავსი. სპეცტანსაცმლის კომპლექტში აუცილებელია კოღოებისაგან და ქინქლებისაგან დაცვის საშუალებების ქონა (პასტები, მალამოები, აეროზოლები და სხვა).
22. გარემოს უარყოფითი ტემპერატურის პირობებში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იქნეს მუშაკთა დასვენებისა და გათბობის სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოს მიერ დადგენილი რეჟიმები. სამუშაოების პირობებიდან გამომდინარე, გათბობის მიზნით შესვენებების უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთვევაში, მუშებს უნდა დაურიგდეს დათბილული სპეცტანსაცმელი
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 19. სამუშაოების წარმოება განსაკუთრებულ ლანდშაფტურ და კლიმატურ პირობებში
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. ბურღვის სამუშაოები
- მუხლი 14. ტყეკაფითი სამუშაოები
- მუხლი 15. ფუნდამენტების მოწყობა
- მუხლი 16. ანძების აწყობა და დაყენება
- მუხლი 17. სადენების და მეხდამცავი გვარლების მონტაჟი
- მუხლი 18. გადაკვეთების მონტაჟი და გადასასვლელების ორგანიზაცია
- მუხლი 20. სამუშაოების წარმოება ვერტმფრენების გამოყენებით
- მუხლი 21. ექსპლუატაციისათვის უვარგისი გამანაწილებელი ელექტრული ქსელების ნაცვლად ახალი ქსელის მშენებლობა
- მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
- მუხლი 23. გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 24. ელექტრული მანქანები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-19/