1. საბურღი მანქანის დასაყენებელი მოედანი უნდა იყოს სწორი, საკმაოდ მყარი ზედაპირით. მოედნის ზედაპირის დახრილობა არ უნდა აღემატებოდეს საბურღი დანადგარის პასპორტში მითითებულ სიდიდეებს.
2. ავტომანქანის ძარაზე მოწყობილი საბურღი მანქანები, თვითნებური გადაადგილების თავიდან აცილების მიზნით, მაგრდება საინვენტარო საბჯენებით.
3. ჭაბურღილების ბურღვა უნდა წარმოებდეს შემოღობვის დაყენებით.
4. სამუშაოს დაწყების წინ მემანქანე უნდა დარწმუნდეს ხალხის და გარეშე საგნების არარსებობაში მექანიზმების მოქმედების რადიუსში და მისცეს გამაფრთხილებელი სიგნალი.
5. საბურღი სამუშაოების ჩატარების დროს გარეშე პირები უნდა იმყოფებოდნენ მუშა ნაწილებიდან არანაკლებ 5 მ-ის მოშორებით.
6. საბურღი კოშკურის (მანქანების) აწყობა, რემონტი, დაშლა და გადადგილება ხდება საბურღი სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ.
7. აკრძალულია საბურღი სამუშაოების ჩატარება ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის, ასევე კოკისპირული წვიმის და ჭექა-ქუხილის დროს.
8. საბურღი კოშკურების გადაადგილება წარმოებს წინასწარ დაგეგმილ უბანზე.
9. დაუშვებელია საბურღი კოშკურების გადაადგილება სამუშაო მდგომარეობაში მყოფი საბურღი ნაწილებით.
10. გაბურღული ჭაბურღილების პირები უნდა იქნეს საიმედოდ დახურული ფარებით და ღობურებით.
11. სამაგრი მილების დაგების და ამოღების დროს პერსონალი, ჭაბურღილზე უშუალოდ დაკავებული პირების გარდა, უნდა იქნეს გაყვანილი უსაფრთხო ადგილზე
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 13. ბურღვის სამუშაოები
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში სამუშაოებზე დაშვება
- მუხლი 8. მიწის და საბურღი სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 9. ქვაბულების დამუშავება
- მუხლი 10. მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოება
- მუხლი 11. ფერდობებზე სამუშაოების წარმოება
- მუხლი 12. სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში
- მუხლი 14. ტყეკაფითი სამუშაოები
- მუხლი 15. ფუნდამენტების მოწყობა
- მუხლი 16. ანძების აწყობა და დაყენება
- მუხლი 17. სადენების და მეხდამცავი გვარლების მონტაჟი
- მუხლი 18. გადაკვეთების მონტაჟი და გადასასვლელების ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-13/