1. ფერდობებზე ფუნდამენტის დაყენების, ანძების აწყობისა და დადგმის სამუშაოთა წარმოების პროექტში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოედნის მომზადება და მისასვლელი გზების მოწყობა.
2. 200-მდე დახრილობის ფერდობებზე მოწყობილი ყრილი არ უნდა იყოს გამოყენებული ტვირთამწეების დასაყენებლად და სამუშაოდ. 200-ზე მეტი დახრილობის ფერდობების ყრილებზე აკრძალულია მანქანების მოძრაობა.
3. 110-მდე დახრილობის ფერდობებზე ყრილების ძირამდე ჩამოცურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შერჩეული გრუნტი გადმოიყაროს კორდისაგან გასუფთავებულ ზედაპირზე. 110-ზე მეტი დახრილობის ფერდობის შემთხვევაში გრუნტის გადმოყრამდე ფერდობი უნდა დაიკვალოს არანაკლებ 3 მ სიგანის საფეხურებად. მოედნის კიდეზე უნდა დაიყაროს არანაკლებ 1 მ სიმაღლის და არანაკლებ 2 მ სიგანის დამცავი ზვინული
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 11. ფერდობებზე სამუშაოების წარმოება
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. მოქმედ ელექტროდანადგარებში პერსონალის სამუშაოზე დაშვების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 6. ელექტროსადგურების და ქვესადგურების ელექტროდანადგარებზე სამუშაოდ დაშვება
- მუხლი 7. ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში სამუშაოებზე დაშვება
- მუხლი 8. მიწის და საბურღი სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 9. ქვაბულების დამუშავება
- მუხლი 10. მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოება
- მუხლი 12. სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში
- მუხლი 13. ბურღვის სამუშაოები
- მუხლი 14. ტყეკაფითი სამუშაოები
- მუხლი 15. ფუნდამენტების მოწყობა
- მუხლი 16. ანძების აწყობა და დაყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-11/