1. აკრძალულია იმ უბნებზე მუშაობა, რომლებიც არ არის გასუფთავებული მსხვილი ძირკვების, ქვების, ლითონის ჯართისაგან.
2. ფერდობებიანი ქვაბულების და ტრანშეების თხრა არაკლდოვან გრუნტში სამაგრების გარეშე გრუნტის წყლების დონის ზევით (კაპილარული აწევის გათვალისწინებით) ან ხელოვნური წყალდამწევის მეშვეობით ამოშრობილ გრუნტებში, დაშვებულია თხრილის სიღრმეზე და ფერდობების დახრილობით, ცხრილი 2-ის შესაბამისად.
ცხრილი 2. ფერდობების დახრილობა სამაგრების გარეშე ქვაბულების გათხრის დროს
გრუნტის სახეობები
ფერდობების დახრილობა (მისი სიმაღლის შეფარდება ქვედებულთან) ამოღების სიღრმის შემთხვევაში, არა უმეტეს მ.
1.5
3.0
5.0
ნაყარი, გაუმკვრივებელი
1:0,67
1:1
1:1,25
ქვიშიანი და ხრეშიანი
1:0,5
1:1
1:1
ქვიშნარი
1:0,25
1:0,67
1:0,85
თიხნარი
1:0
1:0,5
1:0,75
თიხა
1:0
1:0,25
1:0,5
ლიოსები და ლიოსებრი
1:0
1:0,5
1:0,5
შენიშვნა: სხვადასხვა სახის გრუნტის დაფენების დროს ფერდობების დახრილობა ყველა შრისათვის უნდა განისაზღვროს ყველაზე სუსტი სახეების გრუნტის მიხედვით.
ფერდობის დახრილობა 5 მ-ზე მეტი სიღრმის თხრილის ყველა შემთხვევაში და 5 მ-ზე ნაკლები სიღრმის თხრილის, რომლის ჰიდროგეოლოგიური პირობები და გრუნტის სახეობები არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პუნქტით, უნდა დადგინდეს პროექტით.
3. სამაგრები 3 მ-ზე მეტი სიღრმის თხრილებისათვის, აგრეთვე 2 მ-ზე მეტი სიგანის თხრილებისათვის, მათი სიღრმის მიუხედავად, უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური პროექტებით.
4. დაუშვებელია გრუნტის „ძირის გამოთხრით” დამუშავება.
5. ქვაბულში ჩასვლა-ამოსასვლელად გამოყენებულ უნდა იქნეს საინვენტარო კიბეები.
6. ქვაბულების ზედაპირული წყლებით დატბორვის აცილების მიზნით საჭიროა გრუნტის ნაყარის ან წყალსარინი არხების და ღობეების მოწყობა. თუ გრუნტის წყლების დონე ქვაბულის ძირის ნიშნულზე მაღალია, სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად ტარდება წყალდაწევის ღონისძიებები