1. საკუთრების ფორმის მიუხედავად, სხვადასხვა საწარმოებში მოქმედ ელექტროდანადგარებში სამუშაოების შესრულების დროს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოების იმ წესებით, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია.
2. მოქმედ ელექტროდანადგარებზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები უნდა სრულდებოდეს სამუშაოთა წარმოების ზონაში მყოფი ყველა დენგამტარი ნაწილიდან ძაბვის მოხსნის, მათი ელექტროდანადგარის მოქმედი ნაწილისაგან (შლეიფების გაჭრის, შემაერთებლების მოხსნის გზით და ა.შ.) გათიშვის და დამიწების შემდეგ.
3. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი სამუშაო ზონა შემოღობილი უნდა იყოს მთლიანი ან ბადისებური ღობით, რომელიც დააბრკოლებს ელექტროდანადგარის მოქმედ ნაწილში ელექტროსამონტაჟო პერსონალის შეღწევას.
4. შემოღობილ სამუშაო ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის და მანქანა-მექანიზმების სამოძრაო გზები არ უნდა კვეთდეს საწარმოს ტერიტორიას ან სათავსებს ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარი ნაწილებით. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის სამოძრაო გზა შემოღობილ ზონაში გადის მოქმედი გამანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიაზე ან სათავსზე, ამ ზონაში შესვლის დაშვებას ახორციელებს საწარმოს ექსპლუატაციის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა მიიყვანოს სამშენებლო-სამონტაჟო პერსონალი სამუშაოების ზონის შესასვლელამდე.
5. თუკი სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ზონა არ არის შემოღობილი, სამუშაოები მასში უნდა ჩატარდეს საწარმოს ექსპლუატაციის წარმომადგენლის მეთვალყურეობით, რაზეც უნდა იქნეს გაკეთებული ჩანაწერი განწესში. სამუშაოზე ყოველდღიურ დაშვებას ამ შემთხვევაში ახორციელებს საწარმოს ექსპლუატაციის წარმომადგენელი.
გაწყობის სამუშაოების ჩატარების დროს მეთვალყურე არ ინიშნება. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალს ამ სამუშაოების შესრულება შეუძლია მივლინებული პერსონალის უფლებებით.
6. მივლინებულ პერსონალს განეკუთვნება სარემონტო და გაწყობის ორგანიზაციების პერსონალი, რომელიც გაგზავნილია ელექტროსადგურების, ელექტრული და თბური ქსელების საწარმოების მოქმედ ელექტროდანადგარებში სამუშაოების შესასრულებლად და არ არის მათი შტატის შემადგენლობაში. მივლინებულს შეიძლება მიეკუთვნოს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის სამონტაჟო პერსონალი, რომელიც გაგზავნილია მოქმედ ელექტროდანადგარებში სამუშაოს შესასრულებლად. ამ პერსონალის მივლინებულად მიჩნევის გადაწყვეტილებას იღებს ელექტროდანადგარის ექსპლუატაციის გამწევი საწარმოს ხელმძღვანელი, სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
7. მივლინებულ მუშაკებს უნდა გააჩნდეთ ცოდნის შემოწმების მოწმობები უსაფრთხოების ტექნიკის წესებში, რომლის მიხედვითაც ხდება იმ ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია, რომელზეც მათ მოუწევთ მუშაობა.
8. მიმვლინებელმა ორგანიზაციამ წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს ის მუშაკები, რომლებიც შესაძლებელია დაინიშნონ ხელმძღვანელებად, სამუშოთა მწარმოებლებად, მეთვალყურეებად და ბრიგადის წევრებად, ასევე მუშაკები, რომლებსაც შესაძლოა მიეცეთ განწესი-დაშვების გაცემის უფლება.
9. მივლინებული პერსონალის მუშაკების მოქმედ ელექტროდანადგარებში მუშაობის უფლების მინიჭება ხელმძღვანელებად, სამუშოთა მწარმოებლებად, მეთვალყურეებად და ბრიგადის წევრებად, ასევე განწესის და განკარგულების გაცემის უფლების მინიჭება შეიძლება გაფორმებულ იქნეს ექსპლუატაციის საწარმოს განკარგულებით.
10. მივლინებულმა პერსონალმა მივლინების ადგილზე მისვლის დროს უნდა გაიაროს ელექტროუსაფრთხოების ინსტრუქტაჟი იმ ელექტროდანადგარების თავისებურებების გათვალისწინებით, სადაც მას მოუწევს მუშაობა. მუშაკებს, რომლებსაც ეკისრებათ განწესის გაცემის, ხელმძღვანელობის, სამუშაოთა მწარმოებლის ვალდებულება, ინსტრუქტაჟი უტარდებათ ასევე ამ ელექტროდანადგარების სქემების მიხედვით. ინსტრუქტაჟი ფორმდება ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალში ჩანაწერით.
11. მიმვლინებელი საწარმო პასუხისმგებელია მივლინებული მუშაკების ელექტროუსაფრთხოების ჯგუფების და მინიჭებული უფლებების შესაბამისობაზე, აგრეთვე მათ მიერ წინამდებარე წესებში მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 6. ელექტროსადგურების და ქვესადგურების ელექტროდანადგარებზე სამუშაოდ დაშვება
თავი II — საერთო მოთხოვნები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. სამუშაოების წარმოების მოთხოვნები
- მუხლი 4. მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 5. მოქმედ ელექტროდანადგარებში პერსონალის სამუშაოზე დაშვების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 7. ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში სამუშაოებზე დაშვება
- მუხლი 8. მიწის და საბურღი სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 9. ქვაბულების დამუშავება
- მუხლი 10. მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოება
- მუხლი 11. ფერდობებზე სამუშაოების წარმოება
- მუხლი 12. სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-6/