1. მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში (ელექტროკაბელები, გაზსადენები და სხვა) მიწის სამუშაოების წარმოება დაშვებულია მხოლოდ ამ კომუნიკაციების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში. ნებართვას თან უნდა დაერთოს კომუნიკაციების ადგილმდებარეობისა და ჩალაგების სიღრმის აღმნიშვნელი გეგმა (სქემა). სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშნების დაყენება.
2. მიწის სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოქმედების ზონაში უნდა წარმოებდეს ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული კაბელების დაცვის ზონაში, აგრეთვე ელექტრომეურნეობის მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ. აკრძალულია გრუნტის მექანიზირებული მეთოდით დამუშავება ქვაბულის გვერდითი კედლიდან 2 მ-ზე ახლო და მილის, კაბელის და სხვა კომუნიკაციების ზედაპირიდან 1 მ-ზე ახლო მანძილზე, ასევე მიწის გაფხვიერების საშუალებების პნევმატური ჩაქუჩის, წერაქვის და ძალაყინის გამოყენებით კაბელების ზემოთ 0,3 მ-ზე მეტ სიღრმეზე, კაბელების ნორმალური ჩაღრმავების შემთხვევაში. ქვაბულის თხრა, 0,5 მ-ზე მეტ სიღრმეზე ელექტროგადამცემი ხაზის ანძის უშუალო სიახლოვეს და მიწისქვეშა კომუნიკაციების განთავსების ზონაში, უნდა წარმოებდეს განწესით.
3. გრუნტის დამუშავება მოქმედი მიწისქვეშა კომუნიკაციების უშუალო სიახლოვეს დაშვებულია მხოლოდ მიწისქვეშა ნიჩბებით და უნდა წარმოებდეს მკვეთრი დარტყმების გარეშე. გეგმით გაუთვალისწინებელი მიწისქვეშა ნაგებობების აღმოჩენის შემთხვევაში მიწის სამუშაოები ამ ადგილებში უნდა შეწყდეს ნაგებობების მფლობელის გამოვლენამდე და შესაბამისი თანხმობის მიღებამდე