1. ელექტროსამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის მოქმედ ელექტროდანადგარებზე სამუშაოდ დაშვება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას და წინამდებარე წესების შესაბამისად.
2. გარეშე ორგანიზაციის მოქმედ ელექტროდანადგარებზე სამუშაოების დაწყების წინ სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) გააფორმოს აქტი-დაშვება, დანართი 1-ის ფორმის შესაბამისად. აქტ-დაშვებაში განსაზღვრული უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და სახეობა, სამუშაო ზონის შემოღობვის საზღვრები და სახეობა, შემოღობილ ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალის (მექანიზმების შესვლის) გზა და შესვლის ადგილი, სამუშაო ადგილის მახლობლად გამოვლენილი საშიში და მავნე ფაქტორების არსებობა (ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარი ნაწილები, ინდუქციებული ძაბვა, ელექტრული ველი და ა.შ.);
ბ) წარუდგინოს საექსპლუატაციო საწარმოს იმ მუშაკთა სია, რომლებსაც გააჩნიათ განწესის გაცემის უფლება, ასევე სამუშაოთა ხელმძღვანელების და პასუხისმგებელი შემსრულებლების (მწარმოებლების) სია, ვინც პირადად უნდა დაუშვას სამუშაოზე საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენელმა. სიაში აუცილებელად უნდა იქნეს მითითებული თანამდებობა, გვარი, ინიციალები და ელექტროუსაფრთხოების ჯგუფი. სია დამტკიცებულ უნდა იყოს ელექტროსამონტაჟო (გაწყობის) ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
3. საექსპლუატაციო საწარმოში მისვლისთანავე სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი ელექტროუსაფრთხოების საკითხებში ამ საწარმოში მოქმედი წესების მიხედვით იმ ელექტროდანადგარების უბნების თავისებურებების გათვალისწინებით, რომლებზეც მას მოუწევს მუშაობა. ინსტრუქტაჟის ჩატარება ფიქსირდება საექსპლუატაციო საწარმოს ინსტრუქტაჟების რეგისტრაციის ჟურნალში