1. ფუნდამენტების უნიფიცირებული დეტალების დაყენების ან გადაადგილების დროს (ფუნდამენტები, ანკერული ფილები, რიგელები და ა.შ.) უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი ტვირთამწეობის სპეციალური ჯამბარები.
2. ფუნდამენტების რკინაბეტონის ელემენტების ჩაბმა უნდა წარმოებდეს სამონტაჟო მარყუჟებით ასაწევი კონსტრუქციების სიმტკიცის და მდგრადობის გათვალისწინებით შედგენილი სქემების მიხედვით. ჩასატანებელი სამონტაჟო მარყუჟები აწევის წინ უნდა შემოწმდეს ფუჭვილების, ბზარების და სხვა დაზიანებების და დეფექტების არარსებობაზე.
3. აწევის და გადაადგილების დროს ფუნდემენტების ელემენტების ქანაობის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საჭიმარების და სხვა სამარჯვების გამოყენება, რომლებიც გამორიცხავს ამ მოქმედებების უშუალოდ ხელით შესრულებას.
4. ხიმინჯის აწევის წინ, მიმმართველ ისრებში შეყვანამდე და ჭაბურღილების ცენტრებზე მიმართვამდე, მისი შესაძლო დავარდნის ზონაში (ხიმინჯის ერთნახევრიანი სიგრძე) ხალხის ყოფნა აკრძალულია
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 15. ფუნდამენტების მოწყობა
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ქვაბულების დამუშავება
- მუხლი 10. მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოება
- მუხლი 11. ფერდობებზე სამუშაოების წარმოება
- მუხლი 12. სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში
- მუხლი 13. ბურღვის სამუშაოები
- მუხლი 14. ტყეკაფითი სამუშაოები
- მუხლი 16. ანძების აწყობა და დაყენება
- მუხლი 17. სადენების და მეხდამცავი გვარლების მონტაჟი
- მუხლი 18. გადაკვეთების მონტაჟი და გადასასვლელების ორგანიზაცია
- მუხლი 19. სამუშაოების წარმოება განსაკუთრებულ ლანდშაფტურ და კლიმატურ პირობებში
- მუხლი 20. სამუშაოების წარმოება ვერტმფრენების გამოყენებით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-15/