ოპერატორმა, გარდა მოსამზადებელი სამუშაოებისა, უნდა აწარმოოს ბურღვის, ათვისების, კაპიტალური რემონტისა და ლიკვიდაციის ყველა ოპერაცია, კანონის და წინამდებარე წესების შესაბამისად. ბურღვის, ათვისების, კაპიტალური რემონტისა და სალიკვიდაციო ოპერაციების დაწყებამდე, ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების გეგმების შესაბამისად, ოპერატორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი ოპერაციების წარმოებაზე ნებართვის მისაღებად, წესების II და V კარის თანახმად. ამ ოპერაციების დაწყებამდე ოპერატორმა უნდა მიიღოს სააგენტოს წერილობითი ნებართვ