სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამაზე მიღების
წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს
შესაბამისი ცოდნის,უნარებისა და ღირებულებების
მქონე პირთა
პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;
ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების
მეთოდების ერთობლიობა
უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;
გ)
პროგრამაში შემავალი კომპონენტების
თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები
ლოგიკურია;
დ)
სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის
თითოეულ კომპონენტში
უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული
სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;
ე) სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ