1. ავიასაწარმოში სტ-ის ათვისების სამუშაო ტარდება:
ა) ახალი ტიპის სხ-ის (ათვისებული სტ-ის მოდიფიკაციის ჩათვლით);
ბ) სტ-ის მდგომარეობაზე სამეთვალყურეო სპეციალური აღჭურვილობის საშუალებების მიღებისას.
2. ახალი სტ-ის ასათვისებლად მომზადებისას, ავიასაწარმო შეიმუშავებს და ამტკიცებს ღონისძიებების ერთიან გეგმას, რითაც განისაზღვრება:
ა) სპეციალისტების გადამზადება (გადასწავლება);
ბ) ავიასაწარმოს აუცილებელი სტრუქტურული ცვლილებები;
გ) საწარმოო ბაზის (შენობები, ნაგებობები, ტექნოლოგიური აღჭურვილობა) მომზადება;
დ) ახალი სტ-ის გამოყენების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თავისებურებების დაზუსტება, ახალი ტექნიკური საშუალებების, მასალების, სათადარიგო ნაწილებისა და საბუთების მოთხოვნილების საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტა; ავიასაწარმოს საქმიანობის თავისებურებების (ბაზირება, ტექნიკური აღჭურვა, კლიმატური პირობები) გამოვლენა და მომზადების გეგმით გათვალისწინება;
ე) ამ პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების შემსრულებლების პასუხისმგებლობები და შესრულების ვადები.
3. ახალი ტიპის სტ-ს ათვისებისას, გამოიყენება იმ ორგანიზაციების გამოცდილება, რომლებმაც უკვე აითვისეს ეს ტიპი.
4. სტ-ის ახალი ტიპის ათვისების სამუშაოები დამთავრებულად ითვლება, როცა შესრულებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, სააგენტოს მიერ ჩატარებულია ფრენების უზრუნველმყოფი ყველა სამსახურის კომპლექსური შემოწმება (გამოვლენილი ნაკლოვანებები აღმოფხვრილია), უზრუნველყოფილია სამსახურების ისეთი მომზადებული სპეციალისტებით დაკომპლექტება, რომლებიც დაშვებულნი არიან ახალ ტექნიკაზე სამუშაოდ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 62. საავიაციო ტექნიკის ათვისების სამუშაოების მომზადება და ჩატარება
თავი XVIII — საავიაციო ტექნიკის ათვისება და გამოცდები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
- მუხლი 14. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
- მუხლი 9. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
- მუხლი 74. ბურღვის, ათვისების, ჭაბურღილების კაპიტალური რემონტისა და ლიკვიდაციის ოპერაციების წარმოების სტანდარტი
- მუხლი 23. საბადოს ერთობლივი ათვისება
- მუხლი 22. ნებართვა ჭაბურღილის მნიშვნელოვან კაპიტალურ რემონტზე და ახალ ჰორიზონტის ათვისებაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 55. ზოგადი დებულებები
- მუხლი 56. საავიაციო ტექნიკის საიმედობის გაანალიზება და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მუხლი 57. საავიაციო ტექნიკის დაყვანითი სამუშაოები
- მუხლი 59. საწარმოო დაგეგმვა
- მუხლი 60. წარმოების მართვა
- მუხლი 61. საწარმოო საქმიანობის ხარისხის და ეფექტურობის მართვა
- მუხლი 63. საექსპლუატაციო გამოცდები
- მუხლი 64. ძირითადი დებულებები
- მუხლი 65. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მომზადება
- მუხლი 66. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებაზე დაშვება
- მუხლი 67. ზოგადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 62, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-62/