1. ტმ-ისას წარმოებას მართავენ ასს-ის ქვედანაყოფის ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. წარმოების მართვის მთავარი ამოცანებია:
ა) საწარმოო დავალებების დროული, სრული და ზუსტი შესრულება;
ბ) საწარმოო პროცესების რიტმულობის უზრუნველყოფა;
გ) სხ-ებისა და საწარმოო სიმძლავრეების სათანადოდ გამოყენება;
დ) შრომის მაღალი მწარმოებლობა;
ე) შრომის, საწარმოო და ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვა;
ვ) რესურსების ეკონომიკური ხარჯვა.
3. ტმ-ის წარმოების მართვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს:
ა) ქვედანაყოფებისა და შემსრულებლებისათვის საწარმოო დავალების დროული მიცემა;
ბ) სამუშაო ადგილზე აუცილებელი სატაბელო საშუალებების, მატერიალურ-ტექნიკური ქონებისა და საექსპლუატაციო საბუთების ქონა;
გ) ქვედანაყოფებისა და ავიასაწარმოს სამსახურების ზუსტი ურთიერთქმედება;
დ) საწარმოო პროცესის მეთვალყურეობა, მისი შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა და დაზუსტება;
ე) შესრულებული სამუშაოების შედეგიანობისა და ხარისხის მოთხოვნა.
4. სხ-ების მოძრაობასა და მდგომარეობაზე მეთვალყურეობენ სადისპეტჩერო გრაფიკის მეშვეობით. სატრანზიტო სხ-ების მდგომარეობა აღინუსხება სადისპეტჩერო ჟურნალით.
5. სხვადასხვა დონის ხელმძღვანელების, დისპეტჩერების, შემსრულებლების მიერ სამართი და სასამსახურო ინფორმაციის, კავშირებისა და მითითებების გადაცემისა და აღრიცხვის წესებს, ნორმებსა და პროცედურებს ადგენს ავიასაწარმო, მისი საქმიანობის პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
6. სასურველია სისტემატურად ტარდებოდეს ტექნიკური განხილვები (თათბირები). მას უნდა ატარებდნენ სხვადასხვა დონის ხელმძღვანელები, ტმ-ის უშუალო ხელმძღვანელების ჩათვლით (სიხშირეს ადგენს ავიასაწარმო).
7. განხილვაზე (თათბირზე) საჭიროა:
ა) აანალიზებენ ქვედანაყოფებისა და შემსრულებლების მუშაობას კონკრეტულ პერიოდში, სტ-ის მტყუნებისა და გაუმართაობების, საავიაციო შემთხვევების, ინციდენტებისა და მათი წინაპირობის, ტექნიკური მიზეზით გაფრენის შეფერხების მიზეზებს, აძლევენ ნაკლოვანებების თავიდან აცილების რეკომენდაციებს;
ბ) განაზოგადებენ ქვედანაყოფებისა და ცალკეული სპეციალისტების მუშაობის დადებით გამოცდილებას (სამუშაოს მაღალი ხარისხი, სამუშაო დროისა და მატერიალური რესურსების სათანადოდ გამოყენება), აანალიზებენ სამუშაოების ორგანიზების ნაკლოვანებებს და მისი თავიდან აცილების ღონისძიებებს;
გ) განიხილავენ შრომის, საწარმოო და ტექნოლოგიური დისციპლინის, უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა და შრომის დაცვის დარღვევის ფაქტებს, მათ მიზეზებსა და გამოსწორების გზებს; შეისწავლიან სახელმძღვანელო საბუთებს, აცნობენ ტქნიკურ და სასამსახურო ინფორმაციას;
დ) ადგენენ მომავლის გეგმებს, დავალებას აძლევენ ქვედანაყოფებისა და შემსრულებლებს, ატარებენ ინსტრტუქტაჟს
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 60. წარმოების მართვა
თავი XVII — ავიასაინჟინრო სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 53. ნამუშევარი საათების აღრიცხვა, რესურსების გაგრძელება
- მუხლი 54. საავიაციო ტექნიკის ჩამოწერა
- მუხლი 55. ზოგადი დებულებები
- მუხლი 56. საავიაციო ტექნიკის საიმედობის გაანალიზება და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მუხლი 57. საავიაციო ტექნიკის დაყვანითი სამუშაოები
- მუხლი 59. საწარმოო დაგეგმვა
- მუხლი 61. საწარმოო საქმიანობის ხარისხის და ეფექტურობის მართვა
- მუხლი 62. საავიაციო ტექნიკის ათვისების სამუშაოების მომზადება და ჩატარება
- მუხლი 63. საექსპლუატაციო გამოცდები
- მუხლი 64. ძირითადი დებულებები
- მუხლი 65. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მომზადება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 60, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-60/