1. სხ-ების გამოყენების საწარმოო დაგეგმვა (ფრენა, ტმ და სხვ.) არის ავიასაწარმოს საქმიანობის დაგეგმვის ნაწილი და ეკისრება სპეციალიზებულ ქვედანაყოფს (საწარმოო-სადისპეტჩერო განყოფილებას ან მის ანალოგს).
2. საწარმოო დაგეგმვის ძირითადი შემადგენლებია:
ა) სხ-ების გამოყენების, ტმ-ის, რემონტის და სხვა მდგომარეობის პერსპექტიული და ოპერატიული გეგმების შემუშავება და რეგულირება;
ბ) სხ-ების ტმ-ის საწარმოო პროგრამების გაანგარიშება შემადგენლობის, ტმ-ის ფორმების, რაოდენობის და ჩატარების ვადების მიხედვით;
გ) ასს-ის საწარმოო ქვედანაყოფებისათვის დავალებების ჩამოყალიბება, მისი შესრულების კოორდინირება და ზედამხედველობა;
დ) საწარმოო დავალებების შესრულების აღრიცხვა, ასს-ს საქმიანობაზე ოპერატიული ცნობებისა და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
ე) საავიაციო ტექნიკის მდგომარეობისა და მოძრაობის აღრიცხვა.
3. სხ-ების გამოყენებას გეგმავენ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და საავიაციო სამუშაოების უზრუნველყოფა;
ბ) გამართული სხ-ების მარაგის შექმნა;
გ) სხ-ების რემონტზე და დაყვანით სამუშაოებზე დგომის უზრუნველყოფა.
3. პერსპექტიული დაგეგმვა შეიცავს სხ-ების გამოყენების წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავებას, რემონტზე და დაყვანით სამუშაოებზე მათი დგომის გრაფიკის გათვალისწინებით. დაგეგმვის ამოსავალი მონაცემებია: მოძრაობის (რეისებისა და საავიაციო სამუშაოების) გეგმები, სხ-ების ნაფრენი, პლანერის, ძრავებისა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების რესურსის მონაცემები, სტ-ის რემონტზე და დაყვანით სამუშაოებზე დგომის ვადები, ასს-ს ქვედანაყოფების საწარმოო სიმძლავრეები და მუშაოების რეჟიმი. შემუშავებული გეგმის საფუძველზე განსაზღვრავენ ავიასაწარმოს მოთხოვნილებას სტ-ის ნაკეთობებზე, სათადარიგო ნაწილებზე, სახარჯ მასალებსა და სმს-ზე.
4. ოპერატიული დაგეგმვისას შეიმუშავებენ ასს-ის სხ-ების გამოყენების ორკვირიან (კვირიან) გეგმას. ოპერატიული გეგმა არის ასს-ს ქვედანაყოფების საწარმოო დავალების შედგენის საფუძველი. სხ-ების ფრენების სადღეღამისო გეგმის ცვლილება უნდა შეთანხმდეს ასს-სთან ავიასაწარმოს მიერ დადგენილი წესით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 59. საწარმოო დაგეგმვა
თავი XVII — ავიასაინჟინრო სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 52. საავიაციო ტექნიკის რემონტი
- მუხლი 53. ნამუშევარი საათების აღრიცხვა, რესურსების გაგრძელება
- მუხლი 54. საავიაციო ტექნიკის ჩამოწერა
- მუხლი 55. ზოგადი დებულებები
- მუხლი 56. საავიაციო ტექნიკის საიმედობის გაანალიზება და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მუხლი 57. საავიაციო ტექნიკის დაყვანითი სამუშაოები
- მუხლი 60. წარმოების მართვა
- მუხლი 61. საწარმოო საქმიანობის ხარისხის და ეფექტურობის მართვა
- მუხლი 62. საავიაციო ტექნიკის ათვისების სამუშაოების მომზადება და ჩატარება
- მუხლი 63. საექსპლუატაციო გამოცდები
- მუხლი 64. ძირითადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 59, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-59/