1. სტ-ის საექსპლუატაციო გამოცდებს ატარებენ ავიასაწარმოები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, მათ მიერ შემუშავებული და სააგენტოს დამტკიცებული პროგრამის მიხედვით; გამოცდებში მონაწილეობენ საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროები, მწარმოებელი ქარხნები და ავიასაწარმოები, სათანადოდ დანიშნული საგამოცდო კომისიის ხელმძღვანელობით.
2. სხ-ის საექსპლუატაციო გამოცდის დროს მგზავრების გადაყვანა აკრძალულია.
3. საექსპლუატაციო გამოცდებისას, საკვლევი ფრენებისას და საზედამხედველო ექსპლუატაციის დროს სხ-ის მომსახურება სრულდება გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული მრ-ისა (პროგრამის) და მისი ცვლილებების შესაბამისად.
4. საექსპლუატაციო გამოცდების მიზანია:
ა) სტ-ის საიმედობის ფაქტობრივი მდგომარეობის (გამართულობის დინამიკა, საიმედობის განზოგადებული მაჩვენებლები) დადგენა;
ბ) საექსპლუატაციო საბუთების ვარგისობისა და საკმარისობის შეფასება და დადგენა;
გ) სხ-ის სისტემების საექსპლუატაციო ტექნოლოგიურობისა და საფრენად ვარგისობის შეფასება;
დ) ექსპლუატაციისათვის სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციისას თავისებურებების გამოვლენა;
ე) ტმ-ის სამუშაოების მოგვარების რაციონალური ფორმისა და შემსრულებლების სპეციალიზაციის დადგენა;
ვ) ტმ-ის სამუშაოების შრომითი და სხვა რესურსებით უზრუნველყოფის საჭიროების განსაზღვრა;
ზ) ახალი, აგრეთვე, ადრე გამოყენებული სმს-ის, სტ-ის მდგომარეობაზე სამეთვალყურეო საშუალებების, ხელსაწყო-იარაღის, სათადარიგო ნაწილების ვარგისობის, ეფექტიანობისა და საკმარისობის, ასევე სახმელეთო ნაგებობების გამოყენების ახალი თავისებურებების და ა.შ. დადგენა.
5. ავიასაწარმოები, რომელთა ბაზაზეც ტარდება სტ-ის საექსპლუატაციო გამოცდები, შესაბამისად უზრუნველყოფენ:
ა) გამოცდებში მონაწილეობის საკუთარი გეგმის შემუშავებას, გამოცდების პროგრამის შესაბამისად;
ბ) ტექნიკური სპეციალისტებისა და საფრენოსნო შემადგენლობის გამოსაცდელ სტ-ზე წინასწარ გადამზადებას;
გ) გამოცდების ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობისა და ტექნიკური ქონების შეძენას;
დ) გამოცდების პროგრამის დროულ შესრულებას.
6. გამოცდების მონაწილეები ასრულებენ პროგრამითა და მეთოდური მითითებებით გათვალისწინებულ ყველა სამუშაოს და აწარმოებენ შესაბამის საბუთებს.
7. საექსპლუატაციო გამოცდების შედეგების მიხედვით საგამოცდო კომისია ადგენს აქტს, სადაც მიუთითებს საექსპლუატაციოდ გამოცდების დასრულებაზე ან დამატებითი გამოცდების საჭიროებაზე; აყალიბებს აუცილებელი დაყვანითი სამუშაოების და რეკომენდაციების, სმს-ის, ხელსაწყო იარაღების და სტ-ს მდგომარეობაზე მეთვალყურეობის საშუალებების ჩამონათვალს, იძლევა დასკვნას ამ სტ-ის გამოყენების შესაძლებლობაზე. კომისიის აქტში უნდა იყოს საექსპლუატაციო გამოცდების დასრულების ან დამატებითი გამოცდების საჭიროების დასკვნა.
8. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია დაიშვება მხოლოდ მისი საფრენად ვარგისობის ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის შემდეგ.
9. ახალი სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციისათვის გათვალისწინებული სტაციონარული ტექნოლოგიური აღჭურვილობა, განსაკუთრებული მოხმარების სმს, სტ-ის მდგომარეობაზე მეთვალყურეობის და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მოწოდებულია გამოცდების დასრულების შემდეგ, ავიასაწარმოში მათი რეგულარული გამოყენების დაწყებამდე, გადის საექსპლუატაციო გამოცდებს. ეს გამოცდები ტარდება ექსპლუატანტის მიერ სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.
თავი XIX
საავიაციო ტექნიკური პერსონალ