1. სტ-ის ტმ-ზე დაიშვება ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები, რომლებიც აკმაყოფილებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 აგვისტოს №97 ბრძანებით დამტკიდებული ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 29-31-ე მუხლების მოთხოვნებს და მათი დაშვება სტ-ის ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად ხორციელდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების, რეიტინგების და შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების კატეგორიები და რეიტინგები:
ა) A კატეგორია – ოპერატიული ტმ-ის მექანიკოსი დაიშვება შემდეგი რეიტინგით:
ა.ა) A1– აირტურბინიანძრავიანი თვითმფრინავის ოტმ;
ა.ბ.) A2– შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავის ოტმ;
ა.გ) A3– აირტურბინიანძრავიანი შვეულმფრენის ოტმ;
ა.დ) A4– შიგაწვისძრავიანი შვეულმფრენის ოტმ;
ბ) B1 კატეგორია – ოპერატიული ტმ-ის ტექნიკოსი დაიშვება შემდეგი რეიტინგით:
ბ.ა) 5700 კგ-ზე ნაკლები ან ტოლი დასაშვები ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავების და II-III კლასების შვეულმფრენების კონსტრუქციის (მთლიანად), მექანიკური და ელექტრონული სისტემების ოტმ;
ბ.ბ) 5700 კგ-ზე მეტი დასაშვები ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავების და I კლასის შვეულმფრენების კონსტრუქციის (მთლიანად) და/ან მექანიკური სისტემების ან რადიოელექტრონული სისტემების ოტმ;
ბ.გ) B1.1.– აირტურბინიანძრავიანი თვითმფრინავის ოტმ;
ბ.დ) B1.2.– შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავის ოტმ;
ბ.ე) B1.3.– აირტურბინიანძრავიანი შვეულმფრენის ოტმ;
ბ.ვ) B1.4.– შიგაწვისძრავიანი შვეულმფრენის ოტმ.
გ) B2 კატეგორია – ოპერატიული ტმ-ის ტექნიკოსი დაიშვება რეიტინგით – თვითმფრინავების და შვეულმფრენების (ასაფრენი მასის და კლასის შეზღუდვების გარეშე) რადიოელექტრონული სისტემების ოტმ;
დ) C კატეგორია:
დ.ა) საბაზო (პერიოდული) ტმ-ის ინჟინერი:
დ.ბ) საბაზო (პერიოდული) ტმ-ის ტექნიკოსი.
3. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის, სტ-ის ტექნიკურ მომსახურებაზე დაშვების შეზღუდვები:
თვითმფრინავები:

თვითმფრინავის დასაშვები ასაფრენი წონა
G (კგ)
A
B1
B2
სხ-ის ტიპის რ-ბა
C

A1

სხ-ის ტიპის რ-ბა
A2

სხ-ის ტიპის რ-ბა
B1.1

სხ-ის ტიპის რ-ბა
B1.2.

სხ-ის ტიპის რ-ბა

ინჟინერი
ტექნიკოსი

ოტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
პტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
ოტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
პტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
G>45500
–
–
≤3
≤3
≤3
≤3
≤2
≤3
≤2
5700<G≤45500
–
–
≤4
≤4
≤4
≤4
≤3
≤4
≤3
750<G≤5700
≤2
≤2
≤5
≤5
≤5
≤5
≤4
≤5
≤4
G≤750
≤2
შეზღუდ-ვების
გარეშე
≤5
შეზღუდ-ვების
გარეშე
შეზღდ-ვების
გარეშე
შეზღუდ-ვების
გარეშე
შეზღუდ-ვების
გარეშე
შეზღუდ-ვების
გარეშე
შეზღუდ-ვების
გარეშე

ბ) შვეულმფრენები:
შვეულმფრენის კლასი (საფრენოსნო-ტექნიკური მახასითებლების მიხედვით)
A
B1
B2
სხ-ის ტიპის რ-ბა
C

A3

სხ-ის ტიპის რ-ბა
A4

სხ-ის ტიპის რ-ბა
B1.3

სხ-ის ტიპის რ-ბა
B1.4.

სხ-ის ტიპის რ-ბა

ინჟინერი
ტექნიკოსი

ოტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
პტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
ოტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
პტმ

სხ-ის ტიპის რ-ბა
I
–
–
≤3
≤3
≤3
≤3
≤3
≤3
≤3
II
–
–
≤4
≤4
≤4
≤4
≤3
≤4
≤3
III
1
≤2
≤5
≤5
≤5
≤5
≤4
≤5
≤4
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით აღნიშნული ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სტ-ის (გარდა G≤750 თვითმფრინავების) ტმ-ზე დაშვების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

A
B1
B2
სხ-ის ტიპის რ-ბა
C

A1
A3
სხ-ის ტიპის რ-ბა
A2
A4
სხ-ის ტიპის რ-ბა
B1.1
B1.3
სხ-ის ტიპის რ-ბა
B1.2.
B1.4.
სხ-ის ტიპის რ-ბა

ინჟინერი
ტექნიკოსი

ოტმ
სხ-ის ტიპის რ-ბა
პტმ
სხ-ის ტიპის რ-ბა
ოტმ
სხ-ის ტიპის რ-ბა
პტმ
სხ-ის ტიპის რ-ბა
დაშვებათა საერთო რაოდენობა
2
2
6
6
6
6
4
6
4
5. B1, B2 და C კატეგორიის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ტრანზიტული სხ-ების ოტმ-ს – შეიძლება დაშვებული იქნეს სხ-ების არა უმეტეს 8 ტიპზე.
6. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები (ინჟინერი, ტექნიკოსი, მექანიკოსი) ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად დაიშვებიან სამუშაოთა შემდეგ სახეობებზე:
ა) ტმ-ის სამუშაოების ოპერატიული და პერიოდული სახეობები;
ბ) სხ-ის ცალკეული სისტემის, კომპლექსის, არეს ტმ-ის სამუშაოები;
გ) ძრავების ამუშავება და მოსინჯვა;
დ) სხ-ის ბუქსირება;
ე) დროებით აეროდრომებზე სხ-ის ტექნიკური მომსახურება;
ვ) ცალკეული სამუშაოები;
ზ) ტაკელაჟური სამუშაოები;
თ) სხ-სთან სპეცავტოტრანსპორტის მისვლისა და გასვლის ხელმძღვანელობა;
ი) ავიასაწარმოს მიერ დადგენილი სხვა მუდმივი და ერთჯერადი სამუშაოები.
7. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი დაიშვება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმ პირობით, თუ:
ა) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი გაცნობილია იმ აუცილებელ ინფორმაციას, რაც ეხება იმ საჰაერო ხომალდის (მთლიანად) ან პლანერის, ან ძრავის, ან საბორტო სისტემების და მათი ელემენტების ტექნიკურ მომსახურებას და საფრენად ვარგისობის დადგენას, რომლის ტექნიკური მომსახურების მოწმობას (განაწესს) აწერს ხელს და ადასტურებს მის საფრენად ვარგისობას;
ბ) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში მინიმუმ 6 თვის მანძილზე ჰქონდა: სხ-ის ან პლანერის, ან ძრავის ან საბორტო სისტემების და მათი ელემენტების შემოწმების პრაქტიკული გამოცდილება მისი კომპეტენციის შესაბამისად და დაცულია მისთვის მოწმობის გაცემის პირობები.
8. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს უფლება აქვს შეასრულოს ის სამუშაოები და იმ სხ-ის ან პლანერის, ან ძრავის ან საბორტო სისტემების და მათი ელემენტების ტექნიკური მომსახურება, რომელიც მითითებულია მისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობაში.
9. ტექნიკური მომსახურების მოწმობაში ჩანაწერების შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა ეკისრება ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.
თავი XX
ორგანიზაციულ-განკარგულებითი საბუთებ