1. სტ-ის ტიპობრივ საექსპლუატაციო საბუთებში შედის სტ-ის კონკრეტული ტიპების ექსპლუატაციისა და ტმ-ის უზრუნველყოფის მარეგლამენტირებელი საბუთები. ამ საბუთების ძირითად სახეობებს განეკუთვნება:
ა) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (საბუთზე პასუხისმგებელი სტ-ის ექსპლუატანტი და შემმუშავებელი);
ბ) ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედებისა და სამუშაო ტექნოლოგიის ინსტრუქცია (პასუხისმგებელი სტ-ის ექსპლუატანტი და შემმუშავებელი);
გ) თვითმფრინავის (შვეულმფრენის), ძრავის, მაკომპლექტებელი ნაკეთობის ტექნიკური ექსპლუატაციის სახელმძღვანელოები (ინსტრუქციები) (პასუხისმგებელი სტ-ის დამამზადებელი);
დ) ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი (ტექნიკური მომსახურების პროგრამა) (პასუხისმგებელი სტ-ის ექსპლუატანტი და შემმუშავებელი), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
დ.ა) საჰაერო ხომალდის ტიპი, მოდელი, ქარხნული (სერიული) ნომერი, ამოსაცნობი ნიშნები, გამოშვების თარიღი, ძალური დანადგარების მოდელი;
დ.ბ) ტექნიკური მომსახურების სახეები და მათი შესრულების ინტერვალები;
დ.გ) კონსტრუქციის მთლიანობის შენარჩუნების პროგრამა (Continuing Structural Integrity Program) – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.დ) დ.ბ) და დ.გ) ქვეპუნქტებში ცვლილებების პროცედურები;
დ.ე) საჰაერო ხომალდის სისტემების, კომპონენტების და ძალური დანადგარების მდგომარეობის მონიტორინგის და საიმედოობის პროგრამის (Reliability Program) აღწერა – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.ვ) კოროზიის კონტროლის და თავიდან აცილების პროგრამა (Corrosion Prevention and Control Program CPCP) – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სტ-ზე სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური მითითებები (პასუხისმგებელი სტ-ის ექსპლუატანტი და შემმუშავებელი);
ვ) დატვირთვისა და გაწონასწორების სახელმძღვანელო (პასუხისმგებელი სტ-ის დამკვეთი და შემმუშავებელი);
ზ) სტ-ის რემონტის სახელმძღვანელო (პასუხისმგებელი სტ-ის დამამზადებელი);
თ) სააგენტოსა და ავიასაწარმოს საბუთები, სტ-ის კონკრეტული ტიპის ტე-ს მოგვარებისა და უზრუნველყოფის საკითხებზე (პასუხისმგებელი ავიასაწარმო);
ი) სერვისული ბიულეტენი (პასუხისმგებელი სტ-ის დამამზადებელი);
კ) ელექტროსქემების, ძირითადი შეუღლებებისა და სარემონტო დაშვებების ალბომები (პასუხისმგებელი სტ-ის დამამზადებელი).
ლ) ნაკეთობის ნაწილებისა და მასალების ხარჯვის საექსპლუატაციო უწყისი (პასუხისმგებელი სტ-ის დამამზადებელი);
მ) სათადარიგო ნაწილების, ხელსაწყო-იარაღისა და სამარჯვის საექსპლუატაციო უწყისები (პასუხისმგებელი სტ-ის დამამზადებელი);
2. ავიასაწარმო აწარმოებს ტმ-ის რეგლამენტების (პროგრამების), ტექნოლოგიური მითითებების (სხ-ის, ძრავების, ნაკეთობების ტექნიკური ექსპლუატაციის სახელმძღვანელოები), საოპერაციო და ეტაპობრივი უწყისების საკონტროლო და სამუშაო ეგზემპლარებს. საკონტროლო და სამუშაო ეგზემპლარებში ცვლილებები უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ – მისი მიღებისთანავე, რათა, ცვლილების ამოქმედების თარიღისათვის, უზრუნველყოფილ იქნეს პირადი შემადგენლობის მიერ მისი გაცნობა და შესწავლა
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 69. ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთები
თავი XX — ორგანიზაციულ-განკარგულებითი საბუთები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. საექსპლუატაციო გამოცდები
- მუხლი 64. ძირითადი დებულებები
- მუხლი 65. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მომზადება
- მუხლი 66. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებაზე დაშვება
- მუხლი 67. ზოგადი დებულებები
- მუხლი 68. საერთო საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 70. დანომრილი საბუთები
- მუხლი 71. საწარმოო-ტექნიკური საბუთები
- მუხლი 72. ტექნიკური მომსახურების რეგისტრირებული მონაცემები
- მუხლი 73. საჰაერო ხომალდის ანგარში და სადგომზე განთავსება
- მუხლი 74. საჰაერო ხომალდის მიღება-გადაცემა, დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 69, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-69/