1. სხ განათავსებენ აეროდრომის საგანგებოდ მოწყობილ სადგომებზე, სპეციალურ მოედნებზე, ანგარში და/ან დოკებში.
2. სხ-ის განთავსების ადგილზე უნდა ოყოს:
ა) დასამიწებელი და დასაბმელი მოწყობილობა;
ბ) ენერგომომარაგების, განათების, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის, საწვავით გაწყობის საშუალებები;
გ) ტექნოლოგიური აღჭურვილობა;
დ) ხანძარსაქრობი საშუალებები;
ე) ნამუშევარი სსმ-ის შესაგროვებელი ჭურჭელი.
3. შვეულმფრენების სადგომად იყენებენ საერთო სადგომზე ზომებითა და მოხაზულობით სპეციალურად მომზადებულ ადგილებს.
4. სხ-ის სადგომი და მისასვლელი გზები გაწმენდილი უნდა იყოს თოვლისაგან, ტალახისაგან, ქვიშისაგან, ყინულის ნამსხვრევების და გარეშე საგნებისაგან.
5. ძრავების გასასინჯად გათვალისწინებული მოედანი დამატებით აღიჭურვება მისაბმელი მოწყობილობით (ღუზა-სამაგრებით) და საჭიროებისას, ჭავლის ამრიდი ფარით.
6. ავიასაწარმო, რომელზედაც სადგომებია გაპიროვნებული, პასუხისმგებელია მისი აღჭურვილობის და ღუზა-სამაგრების გამართულობაზე, სამუშაო ადგილების მოვლასა და სმს-ის შენახვაზე.
7. სადგომზე სხ-ებს შორის უსაფრთხო მანძილები განისაზღვრება კონკრეტული სხ-ის მაქსიმალური გაბარიტული ზომების და სათანადო ნორმატიული მოთხოვნებით (დანართი 1).
8. სხ-ების ანგარში განთავსებისას, მათ შორის, ასევე მათ და ანგარის ნაწილებს შორის მანძილები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური მომსახურების ტექნოლოგიური პროცესების შესრულების პირობებს. ანგარის გამოსასვლელში ტერიტორია უნდა იყოს თავისუფალი, ანგარში კი მუდმივად იყოს სატარები, სხ-ის სწრაფად გამოსაყვანად.
9. ღია სადგომზე სხ ინახება ღუზა-სამაგრზე მიბმული (თუ ეს საექსპლუატაციო საბუთებით არის გათვალისწინებული), დამიწებული და გაუდენურებული, დაოკებული საჭეებითა და ელერონებით (თვითმფრინავებზე), და დამუხრუჭებული (დაბმული) მზიდი ხრახნით (შვეულმფრენზე), ძირითადი ბიგების ბორბლების ქვეშშედგმული ხუნდებით, აგრეთვე სრულდება საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. შტორმული გაფრთხილების მიღებისას, გამოიყენება კონკრეტული ტიპის სხ-ისათვის საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული დამატებითი მოწყობილობა.
10. სხ-ის დგომისას შვეულმფრენის მზიდ ხრახნს აყენებენ ისე, რომ მისი არც ერთი ლაპოტი ზროს (კუდის კოჭის) თავზე არ განთავსდეს, ხოლო თვითმფრინავის საჰაერო ხრახნს და შვეულმფრენის ბოლო (მიმმართველ) ხრახნს:
ა) ორლაპოტიანს – ჰორიზონტალურად;
ბ) მრავალლაპოტიანს – ისე, რომ ქვედა ლაპოტების ბოლოებზე ჰორიზონტალური ხაზი გადიოდეს.
11. სხ-ის ბუნებრივსაფარიან სადგომზე განთავსებისას, ბორბლებს ქვეშ (საჭიროებისას) უგებენ ხის ან რკინაბეტონის ფენილს, სადგომს აღჭურვავენ სამაგრი (მისაბმელი) და დასამიწებელი მოწყობილობებით.
12. სხ-თან სმს-ის, სახანძრო საშუალებების, ნაკეთობებისა და ნაწილების, ხელსაწყო-იარაღის, ნამუშევარი სსმ-ისა და ძონძეულისათვის გათვალისწინებული ტარის, სამუშაოდ საჭირო მოწყობილობის განთავსების სქემას (წესს) ადგენს შესასრულებელი სამუშაოების უშუალო ხალმძღვანელი (საექსპლულატაციო და ავიასაწარმოს საბუთების მოთხოვნების გათვალისწინებით).
13. სხ-ების სადგომების, საერთო სარგებლობის სმს-ის მოედნების, სხ-ის საწვავის დანალექისა და ნამუშევარი სსმ-ის შესაკრები ჭურჭლის სადგომების, სმს-ის ხომალდთან მიტანის, სხ-ის ბუქსირების, სადგომზე შესვლისა და დაყენების გზების მონიშნვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 73. საჰაერო ხომალდის ანგარში და სადგომზე განთავსება
თავი XXI — საჰაერო ხომალდის განთავსება და დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 67. ზოგადი დებულებები
- მუხლი 68. საერთო საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 69. ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 70. დანომრილი საბუთები
- მუხლი 71. საწარმოო-ტექნიკური საბუთები
- მუხლი 72. ტექნიკური მომსახურების რეგისტრირებული მონაცემები
- მუხლი 74. საჰაერო ხომალდის მიღება-გადაცემა, დაცვა
- მუხლი 75. საფრენი მინდვრის გარეთ მდებარე დაზიანებული საჰაერო ხომალდის გატანა
- მუხლი 76. დაზიანებული საჰაერო ხომალდის საფრენი მინდვრიდან გატანა
- მუხლი 77. შრომის დაცვა
- მუხლი 78. გარემოს დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 73, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-73/