1. დაზიანებული (ადზ-ს, სბ-ს გადაცდენილი) სხ აეროდრომის საფრენი მინდვრიდან გააქვთ საავიაციო შემთხვევის (ინციდენტის) მომკვლევი კომისიის ნებართვით ან ავიასაწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
2. საევაკუაციო სამუშაოები სრულდება სახანძრო უსაფრთხოების დაცვით და განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა აცილებული იქნეს სხ-ის შემდგომი დაზიანება.
3. თუ საფრენ მინდორზე დაზიანებული ხომალდის გადასაადგილებელ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია (მიზანშეუწონელია), და თანაც, იგი ხელს უშლის სხვა სხ-ების აფრენა-დაფრენასა და მიმოსვლას, ავიასაწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ადზ-დან (უსაფრთხო ზოლიდან, სბ-დან) გააქვთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ხერხით; ამასთან, მიიღება ხანძრის წარმოქმნის, გადარჩენილი აღჭურვილობის დაზიანების, ადამიანების საფრთხეში ჩაგდების თავიდან ასაცილებელი ზომები.
4. საფრენი მინდვრიდან და აეროდრომის ტერიტორიიდან დაზიანებული სხ-ის გატანის სამუშაოები სრულდება საავარიო-სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოების მომწესრიგებელი ნორმატიული საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
თავი XXIII
შრომისა და გარემოს დაცვა. სახანძრო უსაფრთხოებ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 76. დაზიანებული საჰაერო ხომალდის საფრენი მინდვრიდან გატანა
თავი XXII — დაზიანებული საჰაერო ხომალდის ევაკუაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 70. დანომრილი საბუთები
- მუხლი 71. საწარმოო-ტექნიკური საბუთები
- მუხლი 72. ტექნიკური მომსახურების რეგისტრირებული მონაცემები
- მუხლი 73. საჰაერო ხომალდის ანგარში და სადგომზე განთავსება
- მუხლი 74. საჰაერო ხომალდის მიღება-გადაცემა, დაცვა
- მუხლი 75. საფრენი მინდვრის გარეთ მდებარე დაზიანებული საჰაერო ხომალდის გატანა
- მუხლი 77. შრომის დაცვა
- მუხლი 78. გარემოს დაცვა
- მუხლი 79. სახანძრო უსაფრთხოება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 76, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-76/