1. სტს გამოიყენება დასაგეგმად, ინფორმაციის აღსარიცხად, სტ-ის ექსპლუატაციაზე სხვადასხვა სახის ანგარიშგების შესადგენად და საწარმოო-სამეურნეო საქმიანობისათვის.
2. სტს სახეობები და ფორმები, მისი შემუშავების, წარმოების, გაფორმებისა და წარმოდგენის წესები დგინდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და ავიასაწარმოს გადაწყვეტილებით.
3. სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციისას გამოყენებული სტს იყოფა საწარმოო საქმიანობის დანიშნულებისა (სააღრიცხვო, საინფორმაციო, საანგარიშგებო) და სახეობების (უწყისი, ჟურნალი, აქტი, ცნობა, ჩამონათვალი, დავალება, და ა.შ.) მიხედვით).
4. სტს, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით, მოიცავს შემდეგ საბუთებს:
ა) საავიაციო ტექნიკის (მდგომარეობა, მოძრაობა, რესურსები);
ბ) სტ-ის საიმედობის (ანალიზი, ტექნიკური და სარეკლამაციო აქტები, დაყვანითი სამუშაო, მტყუნებისა და გაუმართაობების აღრიცხვა);
გ) საავიაციო-ტექნიკური სპეციალისტების მომზადებისა და ტმ-ზე დაშვების;
დ) შრომისა და გარემოს დაცვის;
ე) დაგეგმვის (ტექნიკურ-ეკონომიკური, საწარმოო);
ვ) სტ-ის ტექნიკური მომსახურების (სარემონტოდ ჩაბარება და მიღება, ტმ-ის შედეგიანობისა და ხარისხის მართვის სისტემა);
ზ) ტმ-ის უზრუნველყოფის, შრომისა და ქონების ხარჯის ნორმირების.
5. საავიაციო ტექნიკის ტმ-ის სამუშაოების აღრიცხვისა და გაფორმების ძირითადი საბუთია ოტმ-ის ან პტმ-ის განწესი. განწესი ეძლევა ტმ-ის სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელს და განწესების სააღრიცხვო ჟურნალით აღირიცხება.
6. საჭიროებისას, განწესს თან ერთვის სხვა სააღრიცხვო-სარეგისტრაციო საბუთები (საოპერაციო უწყისი, გაზომვების ნუსხა, წუნდების განწესი და ა.შ.), რაზეც თვით განწესით მიეთითება.
7. ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შემსრულებელი და ზედამხედველი პირების მიერ დასტურდება ტმ-ის მოწმობაში (განწესში) და მის თანდართულ საბუთებში ხელმოწერით. ტმ-ის სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელი გაფორმებულ ტმ-ის მოწმობას, განწესსა და მის თანდართულ საბუთებს აბარებს აღსარიცხავად, დასამუშავებლად და შესანახად განწესის გამცემს ან საწარმოს მიერ დანიშნულ პასუხისმგებელ პირს
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 71. საწარმოო-ტექნიკური საბუთები
თავი XX — ორგანიზაციულ-განკარგულებითი საბუთები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 65. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მომზადება
- მუხლი 66. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებაზე დაშვება
- მუხლი 67. ზოგადი დებულებები
- მუხლი 68. საერთო საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 69. ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 70. დანომრილი საბუთები
- მუხლი 72. ტექნიკური მომსახურების რეგისტრირებული მონაცემები
- მუხლი 73. საჰაერო ხომალდის ანგარში და სადგომზე განთავსება
- მუხლი 74. საჰაერო ხომალდის მიღება-გადაცემა, დაცვა
- მუხლი 75. საფრენი მინდვრის გარეთ მდებარე დაზიანებული საჰაერო ხომალდის გატანა
- მუხლი 76. დაზიანებული საჰაერო ხომალდის საფრენი მინდვრიდან გატანა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 71, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-71/