1. ექსპლუატანტი ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს შემდეგ მონაცემებს:
ა) სტ-ისა და შეზღუდული რესურსის მქონე ყველა აგრეგატის ექსპლუატაციის საერთო დროს (საათობრივი ნამუშევარი, ციკლები და კალენდარული ვადა);
ბ) სხ-ის საფრენად ვარგისობის შესაბამისობის აუცილებელი ინფორმაციის მიმდინარე მონაცემებს;
გ) მოდიფიკაციის და რემონტის შესაბამის სრულ მონაცემებს;
დ) სხ-ის და/ან მისი აგრეგატების ბოლო კაპიტალური რემონტის (ანალოგიური ტმ-ის) შემდეგ ექსპლუატაციის დროს (საათობრივი ნამუშევარი, ციკლები და კალენდარული ვადა), რემონტთაშორისო (ტმ-ს შორის) ვადების აუცილებელი დაცვით;
ე) სხ-ის ტმ-ის რეგლამენტის (პროგრამის) დაცვის მიმდინარე მონაცემებს;
ვ) ტმ-ის დაწვრილებით მონაცემებს, რომლებიც ადასტურებენ ტმ-ის მოწმობის (განწესის) ხელმოწერისას ტმ-ის ყველა მოთხოვნის შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუქნქტის “ა” – “ე” ქვეპუნქტების დარეგისტრირებული მონაცემები ინახება სამი წლის განმავლობაში აღნიშნული აგრეგატის ექსპლუატაციიდან საბოლოოდ მოხსნის მომენტიდან (თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული).
3. სხ-ის ტმ-ის მოწმობა (განწესი) გაფორმების შემდეგ ინახება გამცემ ავიასაწარმოში:
ა) ოტმ-ს – 1 წლის განმავლობაში;
ბ) პტმ-ს – სხ-ის მიღებამდე მორიგი კაპიტალური რემონტიდან (ან ანალოგიური მოცულობის ტმ-დან);
გ) სხვა საწარმოს ან უწყების სხ-ის ტმ-ის – 1 წლის განმავლობაში.
თავი XXI
საჰაერო ხომალდის განთავსება და დაცვ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 72. ტექნიკური მომსახურების რეგისტრირებული მონაცემები
თავი XX — ორგანიზაციულ-განკარგულებითი საბუთები
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი წლის განმავლობაში
- ვადა 1 წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 66. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებაზე დაშვება
- მუხლი 67. ზოგადი დებულებები
- მუხლი 68. საერთო საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 69. ტიპობრივი საექსპლუატაციო საბუთები
- მუხლი 70. დანომრილი საბუთები
- მუხლი 71. საწარმოო-ტექნიკური საბუთები
- მუხლი 73. საჰაერო ხომალდის ანგარში და სადგომზე განთავსება
- მუხლი 74. საჰაერო ხომალდის მიღება-გადაცემა, დაცვა
- მუხლი 75. საფრენი მინდვრის გარეთ მდებარე დაზიანებული საჰაერო ხომალდის გატანა
- მუხლი 76. დაზიანებული საჰაერო ხომალდის საფრენი მინდვრიდან გატანა
- მუხლი 77. შრომის დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 72, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-72/