1. დაზიანებული სხ-ის, მისი აღჭურვილობისა და სახომალდე საბუთების შენარჩუნების უზრუნველსაყოფი პირველადი და სხვა ქმედებებს (რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 აგვისტოს №96 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესებით”), მომკვლევი კომისიის მოსვლამდე, ახორციელებს იმ ავიასაწარმოს თანამდებობის პირები, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ეს შემთხვევა.
2. საავიაციო შემთხვევაზე (ინციდენტზე) შეტყობინების დაგზავნა, ადრესატები, აგრეთვე, ევაკუაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირები, ევაკუაციის ჩატარება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით