1. სტ-ის ტმ-ის შემსრულებელ ავიასაწარმოში, მის ქვედანაყოფში, გარემოს დაცვის ნორმების, წესებისა და მოთხოვნების შესრულებაზე, გარემოს დაცვის სამუშაოების ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლები არიან აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მათი ვალდებულებებისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ყველა კატეგორიისა და დონის მუშაკები ვალდებულნი არიან იცოდნენ გარემოს დაცვის ნორმები, წესები და მოთხოვნები. ეს ვალდებულებები შეიტანება მათ თანამდებობრივ ინსტრუქციაში.
3. მავნე საწარმოო ფაქტორებს განეკუთვნება:
ა) ხმაური და თრთოლა, რაც წარმოიქმნება ავიაძრავის, სმს-ისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მუშაობისას;
ბ) ავიაძრავის, ავტომანქანის, გამთბობის, კონდიციონერის გამონაბოლქვი აირი;
გ) დაღვრილი სსმ და შხამიანი სითხეები;
დ) დაფანტული და დაფრქვეული შხამქიმიკატები;
ე) საჰაერო სივრცის დანაგვიანება აეროზოლებით იმ მასალებისაგან, რომლებიც გამოიყენება ლაქსაღებავებით მუშაობისას, გალვანური და სარეცხი პროცესებისას;
ვ) სხ-ისა და აგრეგატების რეცხვისას სითხის ნარჩენები;
ზ) საბორტო და სახმელეთო რადიოლოკაციური დანადგარების მაღალი და ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება;
თ) გამოსხივების წყაროს მქონე აპარატურის მაიონიზირებელი ზემოქმედება;
ი) შრომის უსაფრთხოების სტანდარტებით მითითებული ფაქტორები.
4. საწარმოო ფაქტორების მავნე ზეგავლენის აღმოსაფხვრელად ან უსაფრთხო დონემდე შესამცირებლად ავიასაწარმო უზრუნველყოფს:
ა) დამცავი მოწყობილობების დანერგვას;
ბ) სანიტარიული არეების შექმნას;
გ) გარემოზე მავნე ზეგავლენის მქონე ობიექტების განაწილებას;
დ) მომწამლავ მასალებთან, ძრავების მოსინჯვასთან, რადიოლოკატორთან მუშაობის წესების (შიდა საბუთების) შემუშავებას.
5. შესაბამისი ნორმატიული აქტებით მითითებული რადიოაქტიური ნივთიერებების, შხამქიმიკატების ნიადაგზე განთავსება, მიწაში ჩაფლვა ან ჰაერში გაფრქვევა, მომწამლავი აირების ატმოსფეროში გადინება, მჟავების, ელექტროლიტის, სხვა მომწამლავი და აგრესიული სითხეების, ნავთობპროდუქტებისა და სხვა, ნივთიერებების სინჯის, ნარჩენების მიწაზე დასხმა, საწრეტ არხში, მდინარეში და. ა.შ. ჩასხმა აკრძალულია.
6. ქიმიკატებს და აგრესიულ სითხეებს აუვნებლებენ სანიტარიული წესების შესაბამისად. ნამუშევარ სსმ-ს აგროვებენ სადგომზე (ტივზე) განთავსებულ ჭურჭელში. ჰიდროაეროდრომის აკვატორიაში აყენებენ ნავთობდამჭერებს.
7. სხ-ის რეცხვა, დეგაზაცია და დეზაქტივაცია ნებადართულია მხოლოდ საგანგებო მოედანზე, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ნარჩენების შეგროვებისა და მოცილების (გადარეცხვის) მოწყობილობით. საავიაციო-ქიმიურ სამუშაოებზე დაკავებული სხ-ის რეცხვისა და დეგაზაციის შემდეგ, ნარჩენები უნდა განეიტრალდეს. ჰიდროთვითმფრინავის ბენზინითა და ქიმიური საშუალებებით წყალზე რეცხვა აკრძალულია.
8. სხ-ის რადიოსალოკაციო აპარატურის ვარგისობა აეროდრომზე მოწმდება გამოსხივების ისეთი მიმართულებით, რაც გამორიცხავს ადამიანზე ან გარემოზე მის მავნე ზემოქმედებას, შენობებში შემოწებისას კი – გამოსხივებას მაქსიმალურად აეკრანებენ.
9. აირტურბინული ძრავის მოსინჯვა ნებადართულია საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე, ასეთი მოედნის ტექნიკური აღჭურვისა და მომზადების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საბუთებით